ხატია წილოსანი - საერთაშორისო პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის გაძლიერება და ახალგაზრდების როლის გამოკვეთა მნიშვნელოვანია

საერთაშორისო პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის გაძლიერება და ახალგაზრდების როლის გამოკვეთა მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ დეპუტატმა და საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის დელეგაციის წევრმა, ხატია წილოსანმა განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ხელმძღვანელობს, მადრიდში იმყოფება, სადაც საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის მუშაობაში იღებს მონაწილეობას.

ხატია წილოსანის თქმით, საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო კავშირის ფარგლებში, გაიმართება ქალი პარლამენტარებისა და ახალგაზრდა პარლამენტართა შეკრებებიც, სადაც საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კოლეგებთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს განიხილავს.

„ეს ორი მიმართულება გამორჩეულად საინტერესოა, რადგან დემოკრატიის განვითარებისთვის თანაბარი მონაწილეობა მნიშვნელოვანია, ასევე, ქალთა ჩართულობა, მაქსიმალური გაძლიერება და ახალგაზრდების როლის გამოკვეთა საერთაშორისო პოლიტიკაში. საპარლამენტთაშორისო კავშირი იძლევა კარგ შესაძლებლობას, რათა მსოფლიოს ყველა ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციასთან დამყარდეს პირდაპირი კავშირები, შედგეს თანამშრომლობა, მოხდეს ინფორმაციის გაცვლა და დაიგეგმოს სამომავლო ურთიერთკავშირების აღდგენის და გამყარების გზები.

შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ამ ფორმატში მიღებული გამოცდილება მნიშვნელოვანწილად დაეხმარება ჩვენს ქვეყანას იმისთვის, რომ ერთის მხრივ, გაიზიაროს საერთაშორისო გამოცდილება ახალგაზრდების ჩართულობასთან დაკავშირებით და მეორეს მხრივ, ხელი შეუწყოს ქალთა თანაბარ წარმომადგენლობას გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში",- განაცხადა წილოსანმა.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა