მოსამართლეობის კანდიდატი - როდესაც მოქალაქეები ჯანდაცვის უფასო პროგრამით სარგებლობენ, ზოგჯერ მრჩება შთაბეჭდილება, რომ იმაზე მეტი მომსახურებაა გაწეული, ვიდრე საჭირო იყო კონკრეტული პაციენტისთვის

როდესაც ჩვენი მოქალაქეები სარგებლობენ ჯანდაცვის უფასო პროგრამით, ზოგჯერ მრჩება შთაბეჭდილება, რომ იმაზე მეტი სამედიცინო მომსახურება არის გაწეული, ვიდრე საჭირო იყო კონკრეტული პაციენტისთვის, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, თეა ძიმისტარაშვილმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რითაც უპასუხა პარტიის „საქართველოსთვის“ წევრის, დეპუტატ მიხეილ დაუშვილის შეკითხვას, რას შეცვლიდა ის ქვეყანაში.

როგორც ძიმისტარაშვილმა აღნიშნა, ეს „ცოტა ფაქიზი“ თემა არის.

„სიღრმისეულად ამ საკითხს ბოლომდე არ ვფლობ, მაგრამ ზოგჯერ მრჩება ასეთი განცდა, თუმცა იმ მოცემულობაში, რომელიც გვაქვს და ჯანდაცვის პროგრამა ძალიან ორიენტირებულია ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობაზე, ალბათ, ამ თვალსაზრისით შესაბამისი პირები იზრუნებენ. ის, რაც სახელმწიფოს მხრიდან არის ანაზღაურების კომპონენტი, ცოტა დასახვეწი და გადასახედია. ამაზე სამედიცინო სპეციალისტები უნდა დაფიქრდნენ“, - განაცხადა ძიმისტარაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა