“ევროპული საქართველო“ კომუნიკაციების კომისიის მიერ "მთავარი არხის" დაჯარიმების თაობაზე განცხადებას ავრცელებს

“ევროპული საქართველო“ კომუნიკაციების კომისიის მიერ "მთავარი არხის" დაჯარიმების თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, კომუნიკაციების კომისიის მიერ "მთავარი არხის" დაჯარიმება "კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან თავისუფალი პოლიტიკური სიტყვის შესაზღუდად".

"გარდა იმისა, რომ გადაწყვეტილება უკანონოა, ცხადია, რომ მარეგულირებელმა ორგანომ პოლიტიკური მოტივით იხელმძღვანელა და ოპოზიციური არხი რეჟიმისთვის არაკომფორტული სარედაქციო პოლიტიკის გამო დააჯარიმა.

შემზარავია სახელმწიფო ორგანოს ინსტინქტი, შევიდეს სატელევიზიო რეკლამის შინაარსის განხილვაში, გამოიყენოს ცენზურა და შეზღუდოს პოლიტიკური სიტყვა მაშინ, როდესაც საქართველოს კანონმდებლობა მკაფიოდ კრძალავს ამას.

აღსანიშნავია გადაწყვეტილების შერჩევითი ხასიათიც. მარეგულირებელმა კომისიამ ოპოზიციური არხისთვის მაღალი ფინანსური სანქციის უსამართლოდ დაკისრება გადაწყვიტა მაშინ, როდესაც ის არ აჯარიმებს რეჟიმის პროპაგანდისტულ ორგანოებს, კანონის უგულვებელყოფის და უხეში დარღვევის შემთხვევებშიც კი", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ 112 000 ლარით დააჯარიმა. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, 7 და 18 ნოემბერს ტელეკომპანიამ ეთერში განათავსა სამი ვიდეორგოლი, რომლის განთავსების უფლებაც კანონმდებლობით არ ჰქონდა. როგორც კომისიაში განმარტავენ, ანალოგიური სამართალდარღვევისთვის „მთავარი არხი“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე იყო დაჯარიმებული, რის გამოც ის წლიური შემოსავლის 1%-ით დაჯარიმდა. მათივე ინფორმაციით, მსგავსი დარღვევისთვის „მთავარი არხი“ 2019 და 2020 წლებშიც იქნა სამართალდამრღვევად ცნობილი და დაჯარიმებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო