კახა კალაძე საკრებულოს ოპოზიციაზე - არ ვამბობ, ვეძმაკაცოთ და მეგობრული ურთიერთობა გვქონდეს, მაგრამ თანამშრომლობის ნაწილში მზად ვარ

ჩემთვის ყველაფერი მისაღებია, რაც კანონთან და კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოდის და არ ეწინააღმდეგება - ბათუმის საკრებულოს ამის უფლება ჰქონდა და მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ძველი მოწვევის საკრებულოების მიერ 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას და განვითარებულ მოვლენებს.

როგორც კალაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი შინაარსით, ქმედებებით და ყოველდღიურობით ყველაფერს აკეთებს, რათა შემოიტანოს დესტრუქცია და არეულობა.

„ეჭვი ხომ არ ეპარება ვინმეს, რომ ჩვენ მიერ გაცხადებული წინასაარჩევნო პროგრამის შემდეგ, რომლის მიხედვითაც, ყველა რეგიონში პროექტები უნდა განხორციელდეს, მათი მხრიდან არ იქნებოდა მცდელობა, ბიუჯეტი არ მიღებულიყო და შექმნილიყო კრიზისი? ჩვენ მოსახლეობის წინაშე დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული და აღმშენებლობას, განვითარებას ვერანაირი დესტრუქცია და წინაღობები ხელს ვერ შეუშლის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ის დაპირებები, რაც იყო გაცხადებული წინასაარჩევნოდ, იყოს შესრულებული.

ისინი ყველაფერს გააკეთებდნენ, რომ ბიუჯეტი არ მიღებულიყო და ჩვენ არ შეგვძლებოდა იმ პროექტების განხორციელება, რომელიც ბათუმისთვის, ზუგდიდისთვის და სხვა რაიონებისა და ქალაქებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბიუჯეტის დამტკიცებით ყველა რისკი მოიხსნა და როგორც დავპირდით მოსახლეობას, ყველა ქალაქში გავაკეთებთ იმ პროექტებს, რაც წინაასარჩევნოდ გვქონდა დაპირებული“, - განაცხადა კალაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ის მზად არის ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობისთვის.

„მე მზად ვარ ვითანამშრომლო იმ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც დღეს წარმოდგენილია დედაქალაქის საკრებულოში. იგივე მიდგომა და დამოკიდებულება მქონდა 2017 წელს, როდესაც მოვიგე არჩევნები და შევუდექი ჩემი უფლებამოსილების განხორციელებას და ეს თანამშრომლობა პირველი დღეების, კვირების და თვეების განმავლობაში იყო და არსებობდა, მაგრამ როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი, ლევან ხაბეიშვილი მოდიოდა მთავრობის სხდომებზე და მართავდა თავის უნიჭოდ დადგმულ პოლიტიკურ შოუებს, მაშინვე გავწყვიტეთ ეს ურთიერთობა. ის იყო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობის ერთ-ერთი პრობლემა. მე მზად ვარ ვეთანამშრომლო ამ ადამიანებს. იმას არ ვამბობ, ვიღაცას ვეძმაკაცოთ და მეგობრული ურთიერთობა გვქონდეს, მაგრამ თანამშრომლობის ნაწილში მზად ვარ, გადავდგა ეს ნაბიჯი, დანარჩენი მათზე არის დამოკიდებული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა