კახა კალაძის განცხადებით, ავარიული შენობების ჩანაცვლებისთვისთვის ყოველწლიურად 30-40 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული

10 000-მდე ავარიული შენობა-ნაგებობა გვაქვს ჩვენ, სამწუხაროდ, დედაქალაქში, რომელთა ჩანაცვლებასაც ვიწყებთ ეტაპობრივად - ყოველწლიურად 30-40 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ძალიან ბევრი ოჯახი გავაბედნიეროთ და ამ განახლებით მივიღებთ ახალ, თანამედროვე არქიტექტურას, ამ დანგრეული, ძველი საბჭოთა დროინდელი შენობების მაგივრად, რაც ძალიან მაგარია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, დედაქალაქში დაახლოებით 10 000-მდე ავარიული შენობა-ნაგებობაა და მათი ჩანაცვლება ახლით, მნიშვნელოვანია.

„10 000-მდე ავარიული შენობა-ნაგებობა გვაქვს ჩვენ, სამწუხაროდ, დედაქალაქში, რომელთა ჩანაცვლებასაც ვიწყებთ ეტაპობრივად და პროექტის არსი მდგომარეობს ძალიან მარტივ რამეში, - გვინდა, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს არსებული საყოფაცხოვრებო პირობები გავუუმჯობესოთ, ჩავანაცვლოთ დანგრეული შენობები, რომლებიც ავარიულია და მძიმე მდგომარეობაშია. ათეულობით მილიონ ლარს ვხარჯავთ ყოველწლიურად ასეთი შენობების გამაგრებაში. შემდეგ რას ვიღებთ, გადის 5-6 წელი, ისევ ავარიული ხდება, ისევ პრობლემურია. ეს დაინგრევა, დროებით იჯარით, ორ წლის განმავლობაში, სანამ მშენებლობა განხორციელდება, ეს ოჯახები ქირით გაგვყავს და ყველაფერს ჩვენ გადავიხდით, მუნიციპალიტეტი. ათიათასივე შენობა-ნაგებობის ჩანაცვლება ორ-ოთხ წელიწადში შეუძლებელი და გამორიცხულია, ამის ილუზია არავის არ უნდა ჰქონდეს. ყოველწლიურად 30-40 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ძალიან ბევრი ოჯახი გავაბედნიეროთ და ამ განახლებით მივიღებთ ახალ, თანამედროვე აქტიტექტურას, ამ დანგრეული, ძველი საბჭოთა დროინდელი შენობების მაგივრად, რაც ძალიან მაგარია“, - განაცხადა თბილისის მერმა.

დედაქალაქის მერის თქმით, მესაკუთრის საცხოვრებელი ფართის დაანგარიშების დროს, ჩაითვლება ე.წ. მიშენებებიც.

„2022 წელს ჩვენ ვგეგმავთ დაახლოებით 25 მილიონის დახარჯვას ამ მიმართულებით. პარალელურად გვაქვს ბიზნესშეთავაზებები, რაზეც დარწმუნებული ვარ, რომ ბიზნესსექტორის მხრიდან იქნება ძალიან დიდი ჩართულობა, რაც კარგია. იქ არის ასევე მიშენებები, რაც ყველაზე დიდი პრობლემაა ქალაქისთვის. ახლა, რომ დავიწყოთ ამის გამიჯვნა, შეუძლებელია. ამ ფართების 99% არის დაუკანონებელი, მაგრამ ამაზე მივდივართ, ამ ფართებსაც ვუთვლით ადამიანებს, რომ გარკვეული დისკომფორტი არ გამოიწვიოს. თუ ჩვენ ამას მივუდგებით ისე, რომ მე ამ მიშენებას არ გითვლი, დარწმუნებული ვარ, 90% უარს იტყვის ამ პროექტის განხორციელებაზე. ამიტომ, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ მიშენებები, პროექტები, სადაც ცხოვრობენ, რა თქმა უნდა, ესეც ჩაითვლება", - აღნიშნა კალაძემ.

ხათუნა ბურკაძე - ნატო რუსეთის აგრესიის პირისპირ მყოფი პარტნიორების მხარდაჭერას ზრდის, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის
გიორგი კაჭარავა - ევროკავშირის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა ევროპული სტრუქტურების შეცდომა იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2022
ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
სოსო ტყემალაძე - აბასთუმნის კურორტის განვითარებისთვის, რომლის ინიციატივა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, 1.3 მილიარდი ლარი დაიხარჯება
ბილბორდი - საქართველო - BILLBOARD GEORGIA - საქართველოში მუსიკალურ ჩარტებსა და სიახლეებს შემოიტანს