თინა ხიდაშელი - მისხალი აღარ არის დარჩენილი „ქართული ოცნების“ მოქმედებებში იმის, რასაც ხელისუფლებაში ყოფნა უნდა ემსახურებოდეს

მისხალი აღარ არის დარჩენილი „ქართული ოცნების“ მოქმედებებში იმის, რასაც სინამდვილეში ხელისუფლებაში ყოფნა უნდა ემსახურებოდეს , - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება ემსახურება ერთადერთ ამოცანას, რომ მმართველმა ძალამ ძალაუფლება შეინარჩუნოს.

„რასაც ეს დღეებია საკრებულოებთან მიმართებით ვხედავთ, ამაზე უფრო მეტად ჟანრის კლასიკა არ არსებობს, იმის დასამტკიცებლად, რომ აბსოლუტურად, ფუნდამენტურად, ერთმნიშვნელოვნად და ექსკლუზიურად ძალაუფლების შენარჩუნებაზე არის ორიენტირებული „ქართული ოცნება“ და საერთოდ სხვა არაფერი მათ დღის წესრიგში არ არის“, - აღნიშნა ხიდაშელმა.

ხიდაშელის თქმით, აბსოლუტურად ტყუილია არგუმენტი, თითქოს „რამდენიმე ქალაქი ბიუჯეტის გარეშე იქნებოდა“.

„ბიუჯეტი დამტკიცება თუ არა, უბიუჯეტოდ არ რჩება ქალაქი და ეს მითი, რომელიც უნდათ, რომ შექმნან, რომ რამდენიმე ქალაქი 2022 წელს ბიუჯეტის გარეშე იქნებოდა, არის აბსოლუტური ტყუილი და იმ დემაგოგიის კლასიკიდან, რომლითაც დაკავებულია საქართველოს ხელისუფლება. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ბიუჯეტს არ ამტკიცებს პარლამენტი ან საკრებულოები, ავტომატურად გრძელდება და მოქმედებს წინა წლის პარამეტრებით. ეს პრობლემა, რომ, ვთქვათ, ქალაქი ან რეგიონი ბიუჯეტის გარეშე დარჩებოდა, აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს.

კარგი, წელს ამ ხრიკს მიმართეს და აბსოლუტურად უზნეოდ მოიქცნენ, მაგრამ 2022 წლის დეკემბერიც ხომ დადგება. მერე რა უნდა მოხდეს, ვის უნდა მიაღებინონ ბიუჯეტი, თუ ჰგონიათ, რომ უმრავლესობა ისევ მათ ექნებათ? აბსურდში არიან, ამიტომ ვთქვი, რომ სამწუხაროდ, ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ ბოლო პერიოდის განმავლობაში არის უკიდურესად მოკლე-მოკლე ნაბიჯებით სიარული, იმ წუთიერი ემოციის ქვეშ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლის გაგრძელებაც არც „ქართული ოცნების“ ლიდერებს, არც მათ მხარდამჭერებს და არც მათ მთავარ ლიდერს აქვს დანახული“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს