გიორგი ვაშაძე - ​ალბათ, ყველა გაოცებულია, რომ ეს ხალხი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეები ხდებიან, მათ შორის „ქართული ოცნება"

ისეთი მოსამართლეები იყვნენ, ავტობიოგრაფიებს რომ ვუსმენდი, ალბათ ყველა გაოცებულია, რომ ეს ხალხი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეები ხდებიან, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, პროტესტი არ გამოიხატება ფიზიკურ დაპირისპირებაში, ვაშაძის შეფასებით, ეს შესაძლებელია სიტყვითაც.

„ყველგან ერთი და იგივე ვერ იქნება, სადღაც ცოტა სოლიდურობა უნდა შეინარჩუნო იმისთვის, რომ შენი დასავლელი პარტნიორებისგანაც მხარდაჭერა გქონდეს. საკრებულოში, რაც იყო, სხვა რამ არის, პარლამენტში მოსამართლეების საკითხი უფრო ფაქიზია. ფრთხილად უნდა იყო, რომ შენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა გქონდეს, თუ არ გექნება მხარდაჭერა, უფრო დაისუსტებ პოზიციებს. თუ ისე მოიქცევი, რომ მხარდასაჭერ შესაძლებლობას ვეღარ იპოვის შენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორი, რა უნდა გითხრათ ახლა, „ყველა ერთი ოხერი ხართ,“ ბოლოს და ბოლოს და იქნება ასე. ამიტომ, არ არის აუცილებელი მაინცდამაინც შუბლი ვურტყათ კედელს, პროტესტი არ ნიშნავს მხოლოდ ფიზიკურ დაპირისპირებას, პროტესტი უნდა გამოიხატოს სიტყვიერადაც, ქმედებებში და ვფიქრობ, საერთო ოპოზიციურმა სპექტრმა, თითქმის ყველამ, პროტესტი გამოხატა ამ პროცესთან დაკავშირებით - ამას დაეთანხმა ამერიკის და ევროკავშირის მხარე. ეს ნიშნავს, რომ ეს პროცესი არ ჩაითვლება მართლმსაჯულებაში წინ გადადგმულ ნაბიჯად.

საინტერესოა, ისეთი მოსამართლეები იყვნენ, ავტობიოგრაფიებს რომ ვუსმენდი, ალბათ ყველა გაოცებულია, რომ ეს ხალხი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეები ხდებიან, მათ შორის „ქართული ოცნება",- განაცხადა ვაშაძემ.

პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დასრულდა. პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი 25 ნოემბერს დაიწყო. ორი დღის განმავლობაში იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ ოთხ კანდიდატს - გენადი მაკარიძეს, თამარ ოქროპირიძეს, ნინო სანდოძეს და თეა ძიმისტარაშვილს გაესაუბრნენ. ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, როდის გავა წარდგენილი კანდიდატების საკითხი კენჭისყრაზე ჯერ კომიტეტში, შემდეგ კი დასამტკიცებლად პლენარულ სხდომაზე.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს