ცენტრ  „ემპათიას“ ექიმთა ჯგუფი გორის ჰოსპიტალში  მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად შევიდა

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ ექიმთა ჯგუფი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად შევიდა.

„ჩვენ მოვედით მიხეილ სააკაშვილის შემოწმების მიზნით. ცენტრი ,,ემპათია“ უკვე ჩართულია სამედიცინო შემოწმებაში, მიმდინარეობს ექსპერტიზა, გაცემულია უკვე ორი დასკვნა. რაც შეეხება ექსპერტებს, ეს არის სხვადასხვა სპეციალობის რვა ექიმით დაკომპლექტებული მულტიდისციპლინური ჯგუფი. როგორც აღვნიშნე, მიმდინარეობს ექსპერტიზა, რაც ნიშნავს ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებას, ასევე უფლებრივი მდგომარეობის შეფასებას და დოკუმენტაციის მონიტორინგს და შემდგომშიც გავუწევთ მდგომარეობის მონიტორინგს.

რაც შეეხება ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციას სასამართლოში წაყვანა-არწაყვანასთან დაკავშირებით, ჩვენ ამას არ ვწყვეტთ, ეს არის ადამიანის უფლება სასამართლოში მიიღოს მონაწილეობა და თუკი მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, არავის არ აქვს უფლება, მათ შორის არც ექიმს, შეზღუდოს მისი ეს უფლება“, - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო