მაკა ბოჭორიშვილმა და ირაკლი ბერაიამ ლიეტუვის სეიმში შეხვედრები გამართეს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა და ლიეტუვის რესპუბლიკის პარლამენტთან (სეიმი) მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ ლიეტუვას სეიმში შეხვედრები გამართეს.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ქართველი კანონმდებლები ლიეტუვის სეიმის სპიკერს, ვიქტორია ჩმილიტე-ნიელსენს, ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე რადვილე მორკუნაიტე-მიკულენიენეს, სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისს, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ლაურინას კასჩიუნას, საქართველოსა და ლიეტუვას საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს რაიმუნდას ლოპატას და ჯგუფის სხვა წევრებს შეხვდნენ.

მხარეებმა, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, ლიეტუვასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე, 2024 წელს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების გეგმაზე და ამ თვალსაზრისით, ლიეტუვას მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.

მხარეებმა ასევე, განიხილეს 15 დეკემბერს დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის მოლოდინები და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე თანამშრომლობის შემდგომი პერსპექტივები.

საუბარი შეეხო ევროინტეგრაციის პროცესში რეფორმების მნიშვნელობას, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სავაჭრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირების გაღრმავების საჭიროებებს.

ირაკლი ბერაიამ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ლიეტუვასა და საქართველოს შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა. ხაზი გაუსვა საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს წვლილს, ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის ინტენსიფიკაციის მნიშვნელობას და ალიანსში საქართველოს გაწევრების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილების დაჩქარების საჭიროებას.

შეხვედრაზე ასევე, ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის რეგიონში შექმნილ ვითარებაზე, განსაკუთრებით, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე.

ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში დეოკუპაციისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხის აქტუალურობის მაღალ დონეზე შენარჩუნებისა და რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის გაზრდის მნიშვნელობასა და აუცილებლობას.

ქართულმა მხარემ მადლიერება გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ ლიეტუვას ურყევ მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

ლიეტუვაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ შეხვედრა ასევე გამართა ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, მანტას ადომენასთან.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს