პროკურატურა „ტვ პირველის“  გადაცემის ანონსს ეხმაურება აცხადებს, რომ „ყალბ სიუჟეტს შესაბამისი პირების მხრიდან სამოქალაქო სამართლებრივი რეაგირება“ მოჰყვება

გენერალური პროკურატურა „ტვ პირველის“ გადაცემის ანონსს ეხმაურება აცხადებს, რომ ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ „ცალმხრივ და ყალბ სიუჟეტს შესაბამისი პირების მხრიდან მოყვება სამოქალაქო სამართლებრივი რეაგირება“. გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის განცხადების თანახმად, გადაცემის ავტორებს აუცილებლად მოუწევთ ბოდიშის მოხდა საჯაროდ მათ მიერ გავრცელებული „ცილისმწამებლური ინფორმაციის გამო“.

„გვსურს გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში გასული ყალბი და სუბიექტური ინფორმაციით გაჯერებული მორიგი გადაცემის ანონსს, რომელიც საქართველოს გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელ თანამდებობის პირებს ეხება.

საქართველოს პროკურატურა პირველად არ გამხდარა ცილისმწამებლური თავდასხმების სამიზნე და როგორც წესი, უწყების თანამშრომლების მიმართ მსგავსი შინაარსის ცრუ ინფორმაციის გავრცელება პერიოდულ და კამპანიურ ხასიათს ატარებს, ისეთი სამართლებრივი საქმეების მსვლელობის პარალელურად, როდესაც კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებთან კავშირში მყოფი პირების შესაძლო დანაშაულებებზე სამართალწარმოება იწყება ან მიმდინარეობს, რაც ცალსახად მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და უწყების დისკრედიტაციას .

აქვე ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნულ ანონსში დასახელებული საქართველოს გენერალური პროკურატურის თითოეული წარმომადგენლის მიმართ გაჟღერებული ინფორმაცია მიზანმიმართული სიცრუე და ცილისწამებაა!

მეტიც,მიუხედავად იმისა, რომ უწყების საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურს ჰქონდა კომუნიკაცია არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელთან და გადაცემის ავტორთან ნოდარ მელაძესთან, რომელსაც შეეთავაზა ყველა შესაძლო კითხვაზე პასუხის გაცემა და აღნიშნულ თემაზე ნებისმიერი სახის ინფორმაციის მიწოდება, მათი მხრიდან სიუჟეტი მომზადდა ისე, რომ არ დასმულა არცერთი კითხვა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მათი მიზანი თავიდანვე იყო სუბიექტური და ცალმხრივი სიუჟეტის მომზადება და გააკეთეს ყველაფერი იმისთვის რომ ანონსში აქცენტირებული პირების პოზიცია გადაცემაში არ გაჟღერებულიყო. ამდენად ამ გადაცემის ავტორების როგორც ეთიკური ისე პროფესიული სტანდარტები ვერ აკმაყოფილებს ჟურნალისტიკის ყველაზე ელემენტარულ სტანდარტსაც კი.

ასევე ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ცალმხრივ და ყალბ სიუჟეტს შესაბამისი პირების მხრიდან მოყვება სამოქალაქო სამართლებრივი რეაგირება და ხსენებული გადაცემის ავტორებს აუცილებლად მოუწევთ ბოდიშის მოხდა საჯაროდ მათ მიერ გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაციის გამო“, - ნათქვამია განცხადებაში.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქეთევან ჩაჩავა - აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მისაღებად წლის ბოლომდე „მეორე შანსი“ გამოიყენოს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
მცირე სახელმწიფო „ახალი წესრიგის“ კონტექსტში: ქართული ქეისი
Hotsale.ge-ის სპონსორობით საქართველოში პირველი ფინანსური ბიზნეს ფორუმი გაიმართა
დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მდებარე, საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტით - „პარკ გრილ“ რესტორნით შემოდის
ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა