სააკაშვილის მკურნალი ექიმი - პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, უკვე დაიწყო ფიზიკური გააქტიურება და ემზადება სასამართლოსთვის

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმის ნინო გოგორიშვილის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის სასამართლო პროცესისთვის ემზადება.

კითხვაზე, იქნება თუ არა თუ არა სააკაშვილი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მზად, რომ 29 ნოემბერს საკუთარ სასამართლო პროცესს დაესწროს, ექიმი ამბობს - „ვფიქრობ, იქნება“.

„დღეისთვის პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღენიშნება მცირე სისუსტე. ლაბორატორიული ანალიზები ნორმის ფარგლებშია. კვების რაციონი გაფართოებულია და თითქმის სრული მენიუთი იკვებება. მენიუ არის ენდოკრინოლოგთან შეთანხმებით შედგენილი. ძალის აღდგენა მიმდინარეობს. დაიწყო უკვე ფიზიკური გააქტიურება. ბატონი მიხეილი ემზადება სასამართლოსთვის. დღეისთვის მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“,- განაცხადა სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან