გიორგი კირთაძე - ვითხოვთ შეხვედრას ელჩებთან, სახალხო დამცველთან და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, რათა ავუხსნათ, რა წარმოუდგენელი რამ ხდება ბათუმში

ვითხოვთ შეხვედრას მეგობარი ქვეყნების ელჩებთან, სახალხო დამცველთან და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, რათა პირადად ავუხსნათ, რა წარმოუდგენელი რამ ხდება ბათუმში, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს“ მიერ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საკრებულოს წევრებზე მიმდინარეობდა ზეწოლის, შანტაჟისა და მოსყიდვის მცდელობები და სწორედ ამის, შედეგია ბათუმში საკრებულოს დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალება.

„ჯერ კიდევ 5 ნოემბერს ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, რომ საკრებულოს წევრებზე მიმდინარეობდა ზეწოლის, შანტაჟისა და მოსყიდვის მცდელობები. მაშინვე ვთქვით, რომ გვქონდა შესაბამისი დოკუმენტაცია, თუმცა არანაირი გამოძიება არ დაიწყო.

24 ნოემბერს უკვე გავასაჯაროეთ კონკრეტული მტკიცებულებები, სადაც ნათლად ჩანს სისხლის სამართლის დანაშაულები. ამ დრომდე გამოკითხვაზე, მე უკვე ორჯერ ვიყავი და ჩვენი პარტიის რამდენიმე წევრია მხოლოდ დაბარებული.

ჩანაწერებში კარგად ჩანს და იდენტიფიცირებულია ის ადამიანები, რომლებიც ნუგზარ ფუტკარაძის მოსყიდვას ახორციელებდნენ, თუმცა ამ დრომდე მათი დაკითხვა არ მომხდარა. გაუგონარ რამესთან გვაქვს ბათუმში საქმე. იმის ფონზე, როცა ტოტალურად გაყალბდა არჩევნები და ჩვენ შესაბამისი მტკიცებულებები გამოვაქვეყნეთ, როცა დაგვიანონსა პარტიის ხელმძღვანელმა და პრემიერ-მინისტრმა, კობახიძემ და ღარიბაშვილმა ზეწოლა საკრებულოს არჩეულ წევრებზე და ეს განახორციელეს და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამის შედეგია სწორედ ის, რომ დღეს ნუგზარ ფუტკარაძე ჩვენთან აღარ არის, იმის ფონზე, როცა დღემდე ამ გამოძიებას ხელმძღვანელობს მთავარი ბრალდებული თორნიკე რიჟვაძის მამა დავით რიჟვაძე, რომელიც ამ დრომდე ინარჩუნებს სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობას, იმის ფონზე, როცა ხელის გადაგრეხვით ვადაგასულმა საკრებულომ დაამტკიცა ბიუჯეტი - ჩვენ ვართ გამოუვალ მდგომარეობაში და წარმოუდგენელი რამ ხდება ჩვენს ქალაქში. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ჯგუფი მომავალი კვირიდან ჩავა თბილისში და ვითხოვთ შეხვედრას ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყნის ელჩთან, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და სახალხო დამცველთან, რათა პირადად ავუხსნათ რა წარმოუდგენელი რამ ხდება ჩვენს ქალაქში“, - განაცხადა კირთაძემ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ნუგზარ ფუტკარაძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის დავალებით, მოსყიდვის სანაცვლოდ 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ. როგორც კირთაძე აცხადებს, მათ შესაბამის მტკიცებულებად აუდიო ჩანაწერი აქვთ, რომელიც თავად ნუგზარ ფუტკარაძემ გააკეთა და მას პირადად გადასცა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა