კახა კუჭავა - საქართველოს ორი ისტორიული რეგიონი რუსული ოკუპაციის ქვეშაა - ამ რეგიონების მცხოვრებლები ეთნიკურ ნიადაგზე ძალადობისა და გაუმართლებელი შეზღუდვების მსხვერპლნი არიან

საქართველოს ორი ისტორიული რეგიონი რუსული ოკუპაციის ქვეშაა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ საპარლამენტთაშორისო კავშირის 143-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ რეგიონების მცხოვრებლები ეთნიკურ ნიადაგზე ძალადობისა და გაუმართლებელი შეზღუდვების მსხვერპლნი არიან.

"საქართველოს ტერიტორიის 20%, ორი ისტორიული რეგიონი - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, რუსული ოკუპაციის ქვეშაა. ამ რეგიონების მცხოვრებლები ეთნიკურ ნიადაგზე განხორციელებული ძალადობის და გაუმართლებელი შეზღუდვების მსხვერპლნი არიან, ყოველდღიურად იბრძვიან საკუთარი სიცოცხლისთვის, არ აქვთ წვდომა განათლებაზე, სათანადო სამედიცინო დახმარებაზე და მათი კანონიერი ინტერესები უხეშად არის იგნორირებული“, - აღნიშნა კუჭავამ.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა