სტუდენტურ კამპანიას  #ავიცრათერთმანეთისთვის კავკასიის უნივერსიტეტი შეუერთდა

ვაქცინაციის მხარდაჭერის მიზნით, სტუდენტურ კამპანიას - #ავიცრათერთმანეთისთვის კავკასიის უნივერსიტეტი შეუერთდა.უნივერსიტეტის ცნობით, სტუდენტური ღონისძიება სოციალურ ქსელში უკვე დაანონსდა და ის 29 ნოემბერს, დედაენის ბაღში გაიმართება.

მათივე ინფორმაციით, დედაენის ბაღში, კამპანიის #ავიცრათერთმანეთისთვის ფარგლებში, CU სტუდენტების ორგანიზებით, ვაქცინაციასთან დაკავშირებული ცნობიერების ასამაღლებელი აქცია გაიმართება.

როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, სტუდენტები ბრენდირებული ხალათებითა და პირბადეებით, მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებისკენ მოუწოდებენ.

„აქციის ფარგლებში, სტუდენტები მოსახლეობასთან ერთად გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეომიმართვებს, ასევე შთაბეჭდილების ბანერზე დატოვებულ სამოტივაციო მესიჯებს, ინტერნეტსივრცეში კამპანიის - #ავიცრათერთმანეთისთვის სლოგანით გაავრცელებენ. პირველი უნივერსიტეტი, ვინც #ავიცრათერთმანეთისთვის კაპმანია დაიწყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი იყო. სტუდენტების ინიციატივით, ვაქცინაციის მხარდამჭერი ღონისძიება ვაკის პარკში, 2 დღის წინ უკვე გაიმართა. სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის, ზურაბ ვადაჭკორიას მოწოდების შემდეგ კი, სტუდენტურ კამპანიას სხვა უნივერსიტეტებიც უერთდებიან“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

რექტორის განცხადებით, ვაქცინაცია პანდემიის დასრულების და გადარჩენის ერთადერთი გზაა.

„Covid-19-თან ბრძოლის პერიოდში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სოციალური და პროფესიული პასუხისმგებლობა, პანდემიის დაწყების დღიდან, განუზომლად დიდია. პანდემიის დასრულების გზა ვაქცინაციაზე გადის. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ დღესდღეობით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების 87%, ხოლო აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის 93% სრულად არის ვაქცინირებული. აღნიშნულმა განსაზღვრა ის, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ფუნქციონირებს ტრადიციულ, არადისტანციურ რეჟიმში.

მივმართავთ სრულიად საქართველოს საზოგადოებას, ჩვენ მოვინდომეთ და ეს შევძელით, შეძლებთ თქვენც.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები იწყებენ საყოველთაო კამპანიას - #ავიცრათერთმანეთისთვის.

ჩვენი სურვილია, კამპანია გაგრძელდეს და მასში საქართველოს უნივერსიტეტები და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების უმრავლესობა ჩაერთოს. დარწმუნებული ვარ, ჩვენს გზავნილს ისინიც გაიზიარებენ და ერთიანი ძალებით შევძლებთ, დავარწმუნოთ მოქალაქეები ვაქცინაციის აუცილებლობაში.

კამპანიის გზავნილია - ავიცრათ ერთმანეთისთვის, ეს არის უალტერნატივო გზა, საკუთარი თავისა და სხვების გადასარჩენად, პანდემიის დასასრულებლად “, - განაცხადა ზურაბ ვადაჭკორიამ.

აღნიშნული პროექტი კომპანია „ქოლგას“ მხარდაჭერით ხორციელდება.

„კამპანია - #ავიცრათერთმანეთისთვის ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების მიზნით წამოვიწყეთ. ვფიქრობთ, იმუნიზაციის პროცესში ახალგაზრდა თაობის, კერძოდ კი სხვადასხვა სასწავლებლის სტუდენტების ჩართულობა ძალიან მნიშნელოვანია“, - აცხადებენ ორგანიზაცია „ქოლგაში“.

აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ დაწყებულ კამპანიას პერმანენტულად სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების სტუდენტები შეუერთდებიან და, თბილისის გარდა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში - გორში, ქუთაისში, ახალციხეში, კახეთში, ზუგდიდსა და ბათუმში ანალოგიურ ღონისძიებებს ჩაატარებენ.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნა მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე