საქალაქო სასამართლოს ეზოში არც მედიის წარმომადგენლებს და არც მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს არ უშვებენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, ჟურნალისტებს არც პროცესზე და არც სასამართლოს ტერიტორიის შიდა პერიმეტრზე არ უშვებენ. აქედან გამომდინარე, მედიის წარმომადგენლები თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოს შესასვლელიდან მუშაობენ.

გარდა ამისა, მედიის წარმომადგენლების გარდა, სასამართლოს ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა არ ეძლევათ დანარჩენ მოქალაქეებსაც. სასამართლოში უშვებენ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სასამართლოში სარჩელი აქვთ შესატანი. პროცესის პარალელურად საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილი.

უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვით მიზნით სასამართლოს ტერიტორიაზე, მათ შორის წინა და გვერდით შესასვლელიდან მობილიზებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით პოლიცია.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს.

სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს