სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 4 ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა - გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, ვადაგასული და ჯანმრთელობის ნიშანდების არმქონე ხორცი

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, შეამოწმეს ქალაქ თბილისში, ნ. ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე ხორცის სარეალიზაციო და საზოგადოებრივი კვების რვა ობიექტი, რომელთაგანაც ოთხს საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები - სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, ვადაგასული და ჯანმრთელობის ნიშანდების არმქონე ხორცი. ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესის დარღვევა. სულ დაილუქა 200 კგ სხვადასხვა სახეობის ხორცი, რომელიც სააგენტოს ინსპექტორების ზედამხედველობით განადგურდება.

გარდა ამისა, ბიზნესოპერატორები საქმიანობდნენ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე (64-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).

სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა, გამოვლენილი დარღვევების შესაბამისად, გაატარეს კანონით დადგენილი ღონისძიებები - ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.

„სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით მუდმივად ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორთან, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული მომხმარებლის სიცოცხლე და ჯანმრთელობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო