ნინო წილოსანი - მიუხედავად „ნაცმოძრაობის" დაპირებისა, რომ არ შექმნიდნენ უსაფრთხოების კუთხით რაიმე განსაკუთრებულ საშიშროებას, დღეს სააკაშვილის სასამართლო პროცესის წარმართვა აქციების ფონზე დააანონსეს

მიუხედავად „ნაციონალური მოძრაობის" დაპირებისა, რომ არ შექმნიდნენ უსაფრთხოების კუთხით რაიმე განსაკუთრებულ საშიშროებას, დღეს სააკაშვილის სასამართლო პროცესის წარმართვა აქციების ფონზე დააანონსეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისი თქმით, მისი მხარდამჭერებისგან უსაფრთხოების რისკების უგულებელყოფა პროცესს ვერ წაადგება.

"წლების მანძილზე საზოგადოებაში იყო ინტერესი 7 ნოემბრის საქმეზე დამდგარიყო განაჩენი და გამოვლენილიყვნენ დამნაშავეები. დღეს ამ საქმეზე გაიმართება სასამართლოში მოსმენები. მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მუდმივად გვპირდებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობასთან დაკავშირებით არ შექმნიდნენ უსაფრთხოების კუთხით რაიმე განსაკუთრებულ საშიშროებას, დღეს დააანონსეს აქციების ფონზე სასამართლო პროცესის წარმართვა. მინდა მოვუწოდო მის მხარდამჭერებს, მისივე ინტერესების გათვალისწინებით, თავი შეიკავონ დესტრუქციული ქმედებებისგან. ყველა ადამიანს აქვს მშვიდობიანი დემონსტრაციის გამართვის შესაძლებლობა, თუმცა, არაერთხელ გვინახავს "ნაციონალური მოძრაობის" დაანონსებული მშვიდობიანი დემონსტრაცია როგორ გადაზრდილა ძალადობრივში,"- განაცხადა წილოსანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა