სასამართლოსთან წყლის ჭავლის მანქანა და სამართალდამცავების დამატებითი ჯგუფები მიიყვანეს, რომლებიც ავტობუსებში არიან განთავსებული

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყლის ჭავლის მანქანა მიიყვანა. ასევე, ადგილზე სამართალდამცავების დამატებითი ჯგუფების მობილიზება მოხდა, რომლებიც ადგილზე ავტობუსებით მიიყვანეს.

სასამართლოს შენობის როგორც შიდა, ისე გარე პერიმეტრზე მობილიზებულია პოლიციის დიდი რაოდენობა.

როგორც ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს. პროცესს პირველად დაესწრება მიხეილ სააკაშვილი.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა