გიორგი ბარამიძე - მნიშვნელოვანია პრეზიდენტ სააკაშვილს ჰქონდეს შესაძლებლობა დაესწროს მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესს და უთხრას ქართველ ხალხს რისი თქმაც უნდა

მნიშვნელოვანია პრეზიდენტ სააკაშვილს ჰქონდეს შესაძლებლობა დაესწროს მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესს და უთხრას ქართველ ხალხს რისი თქმაც უნდა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა.

მისივე განცხადებით, სასამართლოსთან დაგეგმილ დღევანდელ აქციაზე მივა ყველა ადამიანი განურჩევლად პარტიულობისა, რადგან დღეს პრეზიდენტი სააკაშვილი განასახიერებს ბრძოლას ქართველი სახელმწიფოებრიობისთვის.

„ეს არის ივანიშვილის "ჯიბის სასამართლო" და რა თქმა უნდა, ვერანაირ სამართალს ვერ იპოვის ადამიანი, მაგრამ მნიშვნელოვანია პრეზიდენტ სააკაშვილს ჰქონდეს შესაძლებლობა დაესწროს მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესს და უთხრას ქართველ ხალხს რისი თქმაც უნდა. მისი ლიდერობით ქართველი ხალხის ბრძოლა გაგრძელდება საქართველოს გასათავისუფლებლად, ეს არ იქნება ადვილი ბრძოლა, მაგრამ იქნება ბოლომდე, ქართველი ხალხის გამარჯვებამდე. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს. დღევანდელ აქციაზე მოვა ყველა ადამიანი, განურჩევლად პარტიულობისა, დღეს პრეზიდენტი სააკაშვილი განასახიერებს ბრძოლას ქართველი სახელმწიფოებრიობისთვის”, - აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან