საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა დაიწყოს, ხმაური იყო

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა დაიწყოს, ხმაური იყო.

კერძოდ კი სამართალდამცველებმა რამდენიმე ოპერატორი, რომელიც სასამართლოს ეზოსთან არსებულ ბეტონის ღობეზე ავიდა, ჩამოიყვანეს, შესაბამისად, მათ აღნიშნული ადგილიდან გადაღების საშუალება არ მიეცათ.

პოლიციელების მხრიდან ოპერატორების ჩამოყვანას ადგილზე შეკრებილი საზოგადოებისგან უკმაყოფილება მოჰყვა, ისინი პოლიციელებს მიმართავდნენ სიტყვებით – “მილიცია, ფაშისტებო”.

სასამართლოს ეზოსთან განსაკუთრებით დიდი რაოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

ადგილზე იმყოფებიან მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერებიც. ისინი სხვადასხვა სიტყვებს სკანდირებენ მიხეილ სააკაშვილის გასამხნევებლად.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა