ნიკა მელია - ის ფაქტი, რომ ჩვენ აქ ვართ და ამ შენობის შიგნით ივანიშვილი ასამართლებს სააკაშვილს, ისტორიული აბსურდია და მალე დასრულდება

ისტორიული უსამართლობა, რომელსაც ახლა თვალყურს ვადევნებთ, აუცილებლად დასრულდება და თავად ის ფაქტი, რომ ჩვენ აქ ვართ და ამ შენობის შიგნით ივანიშვილი ასამართლებს სააკაშვილს, ეს ისტორიული აბსურდია და მალე დასრულდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე განაცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, სააკაშვილის პატიმრობის დასრულების მთავარი იარაღი რეჟიმის დასუსტება და დამარცხება არის.

„ნებისმიერი სახის საპროტესტო აქტივობაც კი არის გარშემორტყმული ათასობით პოლიციელის მიერ. წლების განმავლობაში ეს იყო მუდმივი დასტური იმისა, რომ ეს ხელისუფლება მხოლოდ პოლიციურ ძალებზე დგას. გასაკვირი არ არის, რომ დღეს კიდევ უფრო მეტი მობილიზაცია აქვთ. ვერტმფრენიც კი ააფრინეს, ერთი „ბეტეერები“ და ტანკები არ გამოუყვანიათ, დანარჩენი ყველა სახის ტექნიკა მობილიზებული არის. როდესაც პოლიტიკურად გაბანკროტებული ხელისუფლების ხელში არის მხოლოდ ერთი კონტროლის მექანიზმი და ეს არის ძალოვანი უწყებები და სპეცდანიშნულების ჯგუფები, მხოლოდ მათ ეყრდნობა. დღეს სპეცდანიშნულების რაზმები და წყლის ჭავლები არის ხელისუფლება და რეჟიმი ცდილობს, რომ საზოგადოებამ ასეთად მიიღოს, მაგრამ ის მას ასეთად არ მიიღებს“, - განაცხადა მელიამ.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს