ფინანსთა მინისტრის განცხადებით, სათამაშო ბიზნესის შესახებ სრულად შეიზღუდება სატელევიზიო რეკლამა, ასევე გარე რეკლამა და ქართულ ვებ-გვერდებზე რეკლამის განთავსება

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სათამაშო ბიზნესის შესახებ სრულად შეიზღუდება სატელევიზიო რეკლამა, ასევე გარე რეკლამა და ქართულ ვებ-გვერდებზე რეკლამის განთავსება.

როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, სათამაშო ბიზნესის ოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება.

„რეკლამის ნაწილში სრულად შეიზღუდება სატელევიზიო რეკლამა, ასევე გარე რეკლამა და ქართულ ვებ-გვერდებზე რეკლამის განთავსება. სათამაშო ბიზნესის ოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება, რაც მთელ მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა. ასეთ დროს არ ხდება რომელიმე ტიპის თამაშის რეკლამირება“,-განაცხადა ხუციშვილმა.

მან აღნიშნა, რომ სათამაშო ბიზნესის გამო, უცხოეთში თანხის გადარიცხვის თაობაზე შეზღუდვა დაწესდება.

„საგადასახადო მომსახურების პროვაიდერებს დაეკისრებათ ვალდებულება, არ დაუშვან მათ მიერ დაშვებული საგადასახადო ბარათით უცხო ქვეყნის სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი კომპანიის სასარგებლოდ გადახდების განხორციელება, რაც დამატებით შეზღუდვის მექანიზმია იმისთვის, რომ უფრო ეფექტურად მოხდეს აღნიშნული რეგულაციების განხორციელება. აღნიშნული პაკეტი უკვე მომზადებულია საკანონმდებლო დონეზე, კანონში ცვლილების პროექტიც და საქართველოს პარლამენთან უკვე დავიწყებთ მუშაობას აღნიშნულ კანონპროექტზე“,-განაცხადა ხუციშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა