მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა აღმაშენებლის ხეივანზე, საავტომობილო გზის ორივე მიმართულება გადაკეტეს

სამოქალაქო აქტივისტებმა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა, აღმაშენებლის ხეივანზე, საავტომობილო გზის ორივე მიმართულება გადაკეტეს.

შეზღუდულია ავტომობილების გადაადგილება, რის გამოც მძღოლების ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს.

გზის გადაკეტვის მცდელობის გამო დაპირისპირება იყო სამართალდამცავებსა და აქტივისტებს შორის. სამართალდამცავები მოქალაქეებს სთხოვენ საავტომობილო გზა გაათავისუფლონ.

„პოლიცია სამარცხვინოდ, პროვოკაციულად იქცევა. ეს ყველაფერი ამ გოგა მემანიშვილმა გამოიწვია. პროვოკატორი მემანიშვილის ბრალია, რომ თქვენ მიიღეთ ის გადაწყვეტილება, რომ ხალხი გადმოვიდა აქ. იქ გაზს ასხამთ. ბოდიში მაინც მოიხადეთ,“- განაცხადა ოპოზიციონერმა გიგი უგულავამ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა