კელი დეგნანი - ძალიან იმედგაცრუებულები ვართ იმით, რომ მოსამართლეების დანიშვნის პროცესი გრძელდება

დამაბნეველია, რატომ გრძელდება მოსამართლეების დანიშვნის პროცესი მაშინ, როდესაც ქართველმა ლიდერებმა აღიარეს, რომ მეტია გასაკეთებელი გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული, დამსახურებაზე დაფუძნებული სასამართლო სისტემის უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

„ძალიან იმედგაცრუებულები ვართ იმით, რომ მოსამართლეების დანიშვნის პროცესი გრძელდება. საქართველოს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია სასამართლო რეფორმის გაგრძელება, რომელსაც საქართველოში 15 წლის განმავლობაში მიმდინარეობს. მათ მოილაპარაკეს და შეათანხმეს სამოქმედო გეგმა სასამართლო რეფორმისთვის 19 აპრილის შეთანხმებაში, რომელიც რჩება ძალიან სასარგებლო გზამკვლევად. მასში ყოველი ელემენტი ეფუძნება საერთაშორისო და საშინაო პროფესიონალი იურისტების რეკომენდაციებს. ბევრი მათგანი, მაგალითად, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, თავად პარლამენტმა ითხოვა. ასე რომ, ეს არის საერთაშორისო რეკომენდაციები, რომელიც შესაბამისობაშია საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან და რომელიც პარლამენტმა თავად მოითხოვა. ასე რომ, დამაბნეველია, რატომ გრძელდება დანიშვნის პროცესი მაშინ, როდესაც ქართველმა ლიდერებმა აღიარეს, რომ მეტია გასაკეთებელი გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული, დამსახურებაზე დაფუძნებული სასამართლო სისტემის უზრუნველსაყოფად. ეს არის ის, რასაც ქართველი ხალხი იმსახურებს,“- აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა მნიშვნელოვანია ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისითაც.

„დღეს, ამერიკის სავაჭრო პალატაში საუბრისას, ვფიქრობ, ვიხილეთ ძალიან კარგი მაგალითი, თუ რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი. იმიტომ, რომ ინვესტორებს, განსაკუთრებით უცხოელ ინვესტორებს, სურთ იცოდნენ, რომ აქ არსებობს მოქმედების თანაბარი პირობები, როდესაც ისინი საქართველოში ინვესტიციის განხორციელებას გეგმავენ. სურთ იცოდნენ, რომ მათი კონტრაქტების განხილვა მიუკერძოებელ სასამართლო დარბაზებში მოხდება და იქნება გამჭვირვალე სასამართლო პროცესი, თუკი მათ ასეთი სახის დავა ექნებათ. თუკი ისინი საქართველოში ამას არ დაინახავენ, სხვაგან განახორციელებენ ინვესტიციას.

ჩვენ, აშშ-ის საელჩო, ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ გაიზარდოს საქართველოში ინვესტიციები, ეკონომიკის სტიმულირება მოხდეს და შეიქმნას კარგი სამუშაო ადგილები ქართველი ხალხისთვის. ამისთვის კი მთავარი ელემენტი არის გამჭვირვალე და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა,“- აღნიშნა ელჩმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა