ნათია თურნავა - „საპარტნიორო ფონდის“ რეფორმის ფარგლებში შეიცვლება მენეჯმენტ-სტრუქტურები - რებრენდინგის შემდეგ მას დაერქმევა „საქართველოს განვითარების ფონდი“

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სხვადასხვა მიმართულებით „საპარტნიორო ფონდის“ რეფორმირება იგეგმება. როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა, „საპატრიორო ფონდი“ უფრო თანამედროვე სტრუქტურად უნდა ჩამოყალიბდეს.

„დიდი ხანია „საპარტნიორო ფონდთან“ ერთად ვმუშაობთ ამ მნიშვნელოვანი ჰოლდინგის რეფორმირებაზე სხვადასხვა მიმართულებით. დღეს უკვე ჩამოყალიბებულია კანონპროექტი, რომელიც სულ მალე წარედგინება მთავრობას და შემდეგ უკვე პარლამენტს დასამტკიცებლად. ამ კანონპროექტის მიხედვით, პირველ რიგში, მოხდება „საპარტნიორო ფონდის“ რებრენდინგი, მას დაერქმევა „საქართველოს განვითარების ფონდი“. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ რა თქმა უნდა, მთლიანად არ ასახავს იმ სიახლეს, რასაც „საპარტნიორო ფონდთან“ მიმართებით ვგეგმავთ. „საპარტნიორო ფონდი“, როგორც ინსტრუმენტი, ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოში ბიზნესს დაფინანსების სხვადასხვა დივერსიფიცირებული მექანიზმები სჭირდება, მათ შორის კაპიტალი, რომლის წყაროსაც წარმოადგენდა დღემდე „საპარტნიორო ფონდი“, თუმცა, უფრო თანამედროვე სტრუქტურა უნდა იყოს შექმნილი“, - განაცხადა თურნავამ.

მისი განმარტებით, რეფორმის ფარგლებში შეიცვლება ფონდის მენეჯმენტ-სტრუქტურები.

„იარსებებს დამოუკიდებელი, პროფესიული ნიშნით შერჩეული სამეთვალყურეო საბჭო, დღემდე სამეთვალყურეო საბჭოში უშუალოდ მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ“, - განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, მთავრობის წევრების ნაცვლად, იქნება დამოუკიდებელი, პროფესიული ბორდი. გარდა ამისა, ნათია თურნავას განმარტებით, „საპარტნიორო ფონდის“ რესტრუქტურიზაციის გეგმა მომზადდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა