იკრძალება სავაჭრო ობიექტში თამბაქოს ნაწარმის მოწყობილობების შიდა ან გარე ნაწილზე იმგვარი სურათების, განათების ან ტექსტების განთავსება, რომელმაც შესაძლოა, მომხმარებლის ყურადღება მიიქციოს

თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაციად ჩაითვლება და შესაბამისად, აკრძალვას დაექვემდებარება ე.წ. “ბრენდის გაფართოება“, აგრეთვე სავაჭრო ობიექტში თამბაქოს ნაწარმის მოწყობილობების შიდა ან გარე ნაწილზე იმგვარი სურათების, სპეციალური განათების, ციფრული მასალის ან ტექსტების განთავსება, რომელმაც შესაძლოა, მომხმარებლის ყურადღება მიიქციოს. ამგვარი პოპულარიზაცია აკრძალული იქნება.

“თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის კიდევ ერთი სიახლეა ის, რომ 2025 წლის 1-ელ იანვრამდე თამბაქოს ახალი ნაწარმის და გასახურებელი თამბაქოს თითოეულ შეფუთვაზე სამედიცინო გაფრთხილება შესაძლებელია განთავსდეს შესაბამისი პიქტოგრამის გარეშე. მოქმედი კანონით აღნიშნული ვადა 2022 წლის 1-ელი იანვარით იყო განსაზღვრული.

აღნიშნული პროექტით ტაქსიში თამბაქოს მოწევა იკრძალება. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას მძღოლის მიერ თამბაქოს მოწევისთვის ავტომობილში, თუკი ამ სატრანსპორტო საშუალებით არასრულწლოვნის გადაყვა ხდება.

“თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებები პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ და მისმა პირველმა მოადგილემ ლადო კახაძემ მოამზადეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს