მიხეილ სააკაშვილი - არანაირი „გირგვლიანის საქმე“ არ არის და ასე პიარისთვის დაარქვეს, ის ოფიცრები დაკავებულები იყვნენ, 2008 წლის ომის შემდეგ მოხდა 280 სამხედროს ამნისტია, მათ შორის, ერთი, ჩემ მიერ ამნისტირებული თმებით დამათრევდა გლდანის დაწესებულებაში

არანაირი „გირგვლიანის საქმე“ არ არის და ასე დაარქვეს პიარისთვის, ტრაგედია იყო სანდრო გირგვლიანის სიკვდილი, ის ოფიცრები იყვნენ დაკავებულები, 2008 წლის ომის შემდეგ, მოხდა სამხედროების ამნისტია, 280 სამხედროსი, მათ შორის, ერთი თმებით დამათრევდა გლდანის დაწესებულებაში, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშივილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

რაც შეეხება გელაშვილის საქმეს,მისი თქმით აქ არის ერთადერთი ჩვენება, რომელიც კლასიკური hearsay-ი.

"რაც შეეხება იმას, რაზე ვარ გასამართლებული, მე ვარ გასამართლებული უკვე 2 საქმეზე, რომ არ გამომეხედა საქართველოსკენ. ერთი საქმე ეხება გაუგონარ რაღაცას- პრეზიდენტის მიერ შეწყალებას. ე.წ. გირგვლიანის საქმეს, რომელიც არანაირი „გირგვლიანის საქმე“ არ არის და ასე დაარქვეს პიარისთვის. ტრაგედია იყო სანდრო გირგვლიანის სიკვდილი, ის ოფიცრები იყვნენ დაკავებულები. 2008 წლის ომის შემდეგ, მოხდა ამნისტია სამხედროების, 280 სამხედროსი, მათ შორის, ერთი გავიგე, თმებით დამათრევდა გლდანის დაწესებულებაში, ჩემ მიერ ამნისტირებული. ოღონდ ამნისტია კი არ მოხდა, მოხდა საპატიმრო ვადის განახევრება. იქიდან გავიდა კიდე 6 თვე და მოსამართლემ, 2-მა სხვადასხვა მოსამართლემ, გამოუშვა ესენი „უდოთი“ და აქედან ერთი ახლა მოსამართლებს მე პიჯაკების საქმეზე. მართლა ხომ არ ბნელა, ხალხო?! ჩალით ხომ არ არის ეს ქვეყანა დახურული ?! მართლა ყველაფერს ხომ აქვს რაღაცა.

მეორე საქმეზე აღარ ვსაუბრობ, გელაშვილის საქმეზე - ერთადერთი ჩვენება არის კლასიკური „hearsay”, ინგლისური ტერმინი - ალბათ, ინგლისურიც არ გესმით, მაგრამ მე დამთავრებული მაქვს 4 უნივერსიტეტი დასავლეთში და მაინც ინგლისურად ვიტყვი, რაც ნიშნავს: „მე გავიგე, რომ იმან გაიგო“. აი, ამ ჩვენებით ვარ გასამართლებული, რომელიც მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ სამართლებრივ სისტემაში არ შეიძლება იყოს მიღებული როგორც მტკიცებულება და რა გასაკვირია, რომ ეს განაჩენები გამოიტანეს და ინტერპოლს გაუგზავნეს. ინტერპოლმა გადაიხარხარა და თავზე გადაგახიათ განაჩენები, როგორც სამარცხვინო და არც დაუწყიათ განხილვა. მე თვითონ მელაპარაკა ინტერპოლის დირექტორის მოადგილე, რომელმაც თქვა, რომ თქვენი პროკურატურა არის სამარცხვინო“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო