მიხეილ სააკაშვილი - ჩემო საყვარელო ხალხო, ყველამ იცის, რომ მე ციხეში არ უნდა ვიჯდე, ყველამ იცის, რომ ეს ბრალდებები არნახულად შეთითხნილია

ჩემო საყვარელო ხალხო, ყველამ იცის, რომ მე ციხეში არ უნდა ვიჯდე, ყველამ იცის, რომ ეს ბრალდებები არნახულად შეთითხნილია, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომელიც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

მისივე თქმით, ის არის პუტინის პირადი პატიმარი.

„როგორ მოხდა, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანა შემოვიარე, ჰოლანდიაში გენერალურმა პროკურორმა 4-ჯერ დამპატიჟა, მთელი პროკურატურისთვის ლექცია რომ წამეკითხა, ყველაზე სამართლებრივ ქვეყანაში ევროპაში და ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ჩემ წინააღმდეგ ბრალს აღიარებს, ამ ბედოვლათების გარდა, არის რუსეთი.

მე ვარ პუტინის პირადი პატიმარი და მინდა ვუთხრა ქართველ ხალხს არავითარი ხელის ჩამოშვება, პაუზები და გაჩერება! ჩვენ სამშობლო გვყავს გადასარჩენი! ყველანი მობილიზებული, მშვიდობიანი, ორგანიზებული, მაგრამ თავგადადებული და თავგადაკლულები უნდა ვიყოთ. ხომ გადავდე მე თავი, ხომ გადადო ელენე ხოშტარიამ, ნიკა მელიამ, როცა თავისი ფეხით შევიდა ციხეში? ხომ გადადო ლექსო რაფავამ თავი? არანაირი უკან დახევა, ეს რეჟიმი აუცილებლად უნდა მოშორდეს და საქართველო უნდა გათავისუფლდეს. დიდი მადლობა ჩემო ქართველო ხალხო იმისთვის, რომ მიმიღეთ, მხარს მიჭერთ და იმისთვის, რომ იბრძვით. ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ ამ საშინელებას. ჩვენ აუცილებლად ვიქნებით თავისუფალი, ამაყი და ძალიან წარმატებულები, ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული“, - განაცხადა სააკაშვილმა პროცესზე, რომელიც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქეთევან ჩაჩავა - აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მისაღებად წლის ბოლომდე „მეორე შანსი“ გამოიყენოს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
მცირე სახელმწიფო „ახალი წესრიგის“ კონტექსტში: ქართული ქეისი
Hotsale.ge-ის სპონსორობით საქართველოში პირველი ფინანსური ბიზნეს ფორუმი გაიმართა
დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მდებარე, საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტით - „პარკ გრილ“ რესტორნით შემოდის
ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა