28 ნოემბრის მონაცემებით საქართველოდან 8 376 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა

2021 წლის 1 სექტემბრიდან 28 ნოემბრამდე პერიოდში საქართველოდან 8 376 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 4.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 113%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 109%-ით გაიზარდა 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

მიმდინარე წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (5153 ტონა), სომხეთში (2221 ტონა), უკრაინაში (651 ტონა), მოლდოვაში (141 ტონა), ყაზახეთში (61 ტონა), ყირგიზეში (60 ტონა), სლოვენიასა (50 ტონა) და სხვა ქვეყნებში (39 ტონა).

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა