წინანდლის ტყეში მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორი - მხარი დავუჭირეთ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ  გამოყენებულიყო პატიმრობა

სოფელ წინანდლის ტყეში მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორი ვლადიმერ ბექიშვილის განცხადებით, მათ მხარი დაუჭირეს, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა ყოფილიყო გამოყენებული.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ბრალდება.

„დღეს თელავის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე, მამუკა წიკლაურმა განიხილა ბრალდებულ ზურაბ ზვიადაურისა და ჯაბა ჯანგირაშვილის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა. დღეს უწევდათ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვების მიზანშეწონილობაზე მსჯელობა. ბრალდების მხარემ მხარი დაუჭირა, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ გამოყენებულიყო პატიმრობა, რაც დასაბუთებული იყო. მიგვაჩნია, რომ მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება მიზანშეწონილი იყო, თუმცა, მოსამართლემ მკვლელობაში ბრალდებული პატიმრობიდან გაათავისუფლა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. არ ვეთანხმებით ამ გადაწყვეტილებას. მიგვაჩნია, რომ აბსოლუტურად საფუძვლიანად ჰქონდა მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებული“, - განაცხადა ბექიშვილმა.

მისი თქმით, სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევა კვლავ გრძელდება. როგორც პროკურორი აღნიშნავს, საქმესთან დაკავშირებით კიდევ უნდა დაიკითხონ მოწმეები და ჩვენება მისცენ.

ცნობისთვის, თელავის რაიონულმა სასამართლომ 16 აგვისტოს, წინანდლის ტყეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური და კიდევ ერთი ბრალდებული ჯაბა ჯანგირაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზურაბ ზვიადაური 50 000-ლარიანი გირაოს, ჯაბა ჯანგირაშვილი კი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

შემთხვევა, სოფელ წინანდლის ტყეში მიმდინარე წლის 16 აგვისტოს მოხდა. ორმხრივი სროლის დროს დაიჭრა 5 პირი, მათ შორის 3 გარდაიცვალა. გარდაცვლილთაგან ერთი ყოფილი დეპუტატის და ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური იყო.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნა მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე