7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესი მიხეილ სააკაშვილის გარეშე გაგრძელდება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს, რომელზეც შესვენებაა გამოცხადებული, აღარ დაესწრება. ამის შესახებ სხდომაზე შესვენების გამოცხადებამდე გახდა ცნობილი.

სასამართლო პროცესზე სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ ექიმების რეკომენდაცია გააჟღერა, რომ უმჯობესია ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სხდომა გადაიდოს.

თუმცა, მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, სხდომა 17:00 საათამდე, შესვენების შემდეგ გაგრძელდება.

„გვაქვს გარკვეული შუამდგომლობები, რომელიც საკმაოდ მოცულობითი და სამსჯელოა. მე დღეს არ მქონდა მოლოდინი, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ამდენი საათის განმავლობაში მისცემდა ჯანმრთელობის მდგომარეობა მიხეილ სააკაშვილს შესაძლებლობას, რომ პროცესზე მონაწილეობა მიეღო და ამხელა სიტყვით წარმდგარიყო საზოგადოების წინაშე. თუ დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი არ არის, გადავდოთ პროცესი, თუ მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ და მზად ვართ წარმოვადგინოთ შუამდგომლობები“, - მიმართა მოსამართლეთა კოლეგიას ბექა ბასილაიამ.

რაც შეეხება მოსამართლეთა კოლეგიის კითხვას შუამდგომლობებთან დაკავშირებით, სააკაშვილმა დარბაზის დატოვებამდე აღნიშნა, რომ ის ადვოკატების პოზიციას დაეთანხმება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო