მიხეილ სააკაშვილი გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანაზე - მანქანიდან ძალით გადმომათრიეს, როცა ვცადე ხელიდან დასხლტომა, ბევრი მირტყეს ფეხებში, ხელებში, იყო მოხრჩობის მცდელობა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში შეყვანისას მანქანიდან ძალით „გადმოათრიეს“, როდესაც ხელიდან დასხლტომა სცადა, იყო მოხრჩობის მცდელობაც.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა, სამკურნალო დაწესებულებაში არ იყო პალატა, არამედ იყო საკანი.

„რუსთავის ციხეში, ჩემს საკანში ციხის უფროსი შემოვიდა, თქვა, რომ დაკმაყოფილდა თქვენი შუამდგომლობა, გადაჰყავხართ მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში. მე ვუთხარი, სად არის ეს კლინიკა. მან მითხრა, სადღაც თბილისში, ნუ ნერვიულობ, კარგი კლინიკაა.

მე ვუთხარი, რომ მინდა ვიცოდე ზუსტად რა კლინიკაა. შენი უსაფრთხოების გამო ვერ გეტყვით, მაგრამ ის არის ზუსტად, რაც თქვენ გინდათო. ჩქარა-ჩქარა ჩაალაგე და დანარჩენს ყველაფერს გამოგიზავნით და წადი იქ. ჩავჯექი სასაწრაფო დახმარების მანქანაში და მიმიყვანეს გლდანის დაწესებულებაში, სადაც პატიმრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ მე მივდიოდი. არ იყო გაღებული სასწრაფო დახმარების კარი, როგორც კი შევიდა ეგრევე „შუმოკი“, ჩემი სახელის ძახილი ატყდა. არავინ იცოდა იქ რომ მივდიოდი, ყველას გორის ჰოსპიტალი ეგონა. ამათ რატომღაც იცოდნენ.

გაიღო კარი და ვუთხარი, რომ არავის აქვს უფლება ჩემი ნებართვის გარეშე სამედიცინო დაწესებულებაში გადამიყვანონ, ეს არის პატიმრობის კოდექსში, ზოგადი პროცესუალური ნორმები. მათი პასუხი იყო: „არა, მაინც გამოგიყვანთ“ მათ შორის, ძალიან უხეში რეპლიკები, პროვოკაციული. ამ დროს ისმის „შუმოკი“, დედის გინება, ყვირილი და ლანძღვა!

როდესაც მე ვუთხარი, რომ მანქანიდან არ გამოვალ, ეს მიმაჩნია უკანონობად, ვითხოვ მე-12 დაწესებულებაში დაბრუნებას, იმიტომ, რომ გლდანის დაწესებულება ყველა ინფორმაციით, რომელიც ჩვენ გვქონდა არ აკმაყოფილებდა არცერთ მოთხოვნას, გარდა ერთისა, იქ იყვნენ კრიმინალები და კრიმინალებს შეეძლოთ მორალური ტერორი.

მანქანიდან ძალით გადმომათრიეს. როდესაც ვცადე ხელიდან დასხლტომა ძალიან ბევრი მირტყეს ფეხებში, ხელებში, იყო მოხრჩობის მცდელობა. გამაძრეს ფეხსაცმელი, ზედა ტანსაცმელი, ნაწილი შემომახიეს და შიშველი ამიყვანეს ცემა-ტყეპით და გინებით, პალატაში დამაგდეს, სადაც დაწესებულების ექიმების პირველი მცდელობა იყო, რომ ჩემი ნებართვის გარეშე აეღოთ ანალზიები, რაზეც შესაბამისი რეაქცია მქონდა.

მე-18 დაწესებულებაში, არ იყო პალატა, ეს იყო საკანი, სადაც საწოლი იდგა, ზარიც არ იყო რომ საჭიროების შემთხვევაში ვინმე გამომეძახებინა, მაგალითად, გონების დაკარგვის შემთხვევაში. მთელი დღის განმავლობაში მესმოდა ჩემი გინება და მუქარები. ეს იყო ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული. საიდან ვიცი?! ძალიან მარტივად. ლომჯარია შემოვიდა დაბინტული, შეხვეული, რომ ვერავინ იცნობდა, მე ვერ ვიცანი, რომ შემოვიდა. ისინი მთელი გზა უყვიროდნენ და აგინებდნენ ლომჯარიას. გვარამისაც იგივე დაემართა. წინასწარ ციხის ადმინისტრაცია ამბობდა, რომ ეს არის ლომჯარია, ეს არის გვარამია, თუთბერიძე და ახლა უნდა იყვიროთ“,- აღნიშნავს სააკაშვილი.

მისივე თქმით, მის მიმართ ადგილი ჰქონდა წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს.

„ეს იყო წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები საქართველოს სახელმწიფოს შემქმნელის მიმართ და რა მნიშვნელობა აქვს, არ იყოს სააკაშვილი და იყოს ქიბროწაშვილი. რა უფლება გაქვთ, რომ ამის შემდეგ ვინმე იღებთ ხმას სამართალდამცავი სისტემიდან. როდესაც არ აღმომიჩინეს სათანადო სამედიცინო დახმარება, როდესაც არ იყოს არცერთი მრავალპროფილური სპეციალიტი, ბედმა გამიღიმა, რომ ადვოკატების წინაშე დავკარგე გონება“,- აღნიშნავს სააკაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა