ნიკა მელია - ძალიან მტკიცედ, შეუპოვრად, არაძალადობრივად უნდა გავაგრძელოთ ყოველდღიური პროტესტი, ვიდრე არ ჩამოვაგდებთ რეჟიმს და თავისუფლება არ გაიმარჯვებს

ეს ისტორიული უსამართლობა ძალიან მალე უნდა დასრულდეს. ეს უნდა მოხდეს პირველ რიგში ამ ქვეყნის ღირსების გამო, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელიამ, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, განაცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, საქართველოს ჰყავს რეჟიმი, რომელიც მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებაზე ზრუნავს.

„დღეს მარტო მიხეილ სააკაშვილი კი არ ჰყავთ ტყვეობაში, ვფიქრობ, ამ სახელმწიფოს სინდისი, ნამუსი, თავმოყვარეობა და ღირსება არის ტყვეობაში და ეს ყველაფერი არის გასათავისუფლებელი. რეჟიმი, რომელმაც ეს იკადრა, დარწმუნებული ვარ, რომ საკადრის პასუხს მიიღებს ქართული საზოგადოების მხრიდან. ეს პოლიციური რეჟიმი არ უნდა ბატონობდეს ქართველ ხალხს. ქართველ ხალხს სჭირდება განვითარება, კეთილდღეობა და ელემენტარულად ღირსია, რომ პასუხისმგებლიანი მთავრობა ჰყავს, რომელიც მოქალაქის საჭიროებებზე ზრუნავს და არა პირიქით. დღეს ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორ დაჩაგროს, ჩაახშოს ქართველი ხალხის ხმა. მეტი საზრუნავი ამ რეჟიმს არ აქვს.

დღევანდელი დღე ამ ყველაფრის თვალსაზრისით იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ბევრი რამ არის დამოკიდებული თითოეულ ჩვენგანზე, საქართველოს მოქალაქეებზე. თუ ვინმე არის ოპოზიცია, ცუდი გაგებით, ეს არის რეჟიმი, რომელიც ოპოზიციაში არის ქართველ ხალხთან. როდესაც ეს მოცემულობა გვაქვს, ჩვენ ძალიან მტკიცედ, შეუპოვრად, არაძალადობრივად უნდა გავაგრძელოთ ყოველდღიური პროტესტი, სანამ ამ რეჟიმს არ ჩამოვაგდებთ და თავისუფლება არ გაიმარჯვებს. მიხეილ სააკაშვილის ვერც პატიმრობით, ვერც ტყვეობით, ვერც დისკომფორტს შეუქმნიან. მან კარგად იცის, რისთვის გადის მძიმე დღეებს. მთელი ქვეყანა არის ტყვეობაში, მათ შორის ეს პოლიციელებიც“, - განაცხადა მელიამ.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს