ხატია დეკანოიძე - ნამდვილად სევდიანია, როდესაც მესამე პრეზიდენტს ასამართლებს ის სასამართლო, რომლის გამოც მან ბოდიში მოუხადა საზოგადოებას

ნამდვილად სევდიანია, როდესაც მესამე პრეზიდენტს ასამართლებს ის სასამართლო, რომლის გამოც მან ბოდიში მოუხადა საზოგადოებას. სასამართლო ნამდვილად იყო მნიშვნელოვანი ჩავარდნა, რომელმაც განაპირობა ბევრი რამ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს დატოვების შემდეგ განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, მესამე პრეზიდენტის შუშის მიღმა ხილვა რთულია, მაგრამ ის სიტყვა, რომელიც მან პროცესზე წარმოთქვა, მნიშვნელოვანია და საზოგადოება მისი მიმართვიდან შესაბამის დასკვნას გამოიტანს.

"მიხეილ სააკაშვილის გზავნილები ეხებოდა ქვეყანაში მიტაცებულ სახელმწიფოს და იმას, რომ პუტინი არის დაინტერესებული რათა სააკაშვილს არ ჰქონდეს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის შესაძლებლობა. ნამდვილად სევდიანია, როდესაც მესამე პრეზიდენტს ასამართლებს ის სასამართლო, რომლის გამოც მან ბოდიში მოუხადა საზოგადოებას. სასამართლო ნამდვილად იყო მნიშვნელოვანი ჩავარდნა, რომელმაც განაპირობა ბევრი რამ. ემოციურად რთულია როდესაც უყურებ შენს მეგობარს, მესამე პრეზიდენტს შუშის მიღმა, მაგრამ ის სიტყვა, რომელიც მან წარმოთქვა, მნიშვნელოვანია და ვფიქრობ საზოგადოება გამოიტანს დასკვნას მისი ამ მიმართვიდან.

საპროტესტო აქციები გაგრძელდება, ვერც გეტყვით სასამართლოს შემდეგ იქნება თუ მანამდე. უსამართლობას ყველა უნდა შეეგებოს სერიოზული პროტესტის მუხლით, ეს არის მთავარი”, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან