თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ბესიკ თამლიანი დააკავეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ბესიკ თამლიანი დააკავეს.

აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს თამლიანის დედამ რუსუდან თამლიანმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, რის საფუძველზე დააკავეს მისი შვილი პოლიციელებს ეს არ განუმარტავთ.

„რამდენიმე წუთის წინ დააკავეს ჩემი შვილი, მოვდიოდით, ხელი სტაცეს პოლიციელებმა, ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს“, - განაცხადა რუსუდან თამლიანმა.

შეგახსენებთ, რომ ბესიკ თამლიანი იმყოფებოდა აქციაზე. მასსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.

რაც შეეხება სასამართლოსთან არსებულ ვითარებას, ადგილზე ამ დრომდე რჩებიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა