საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების აქცია დასრულდა - ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების მიერ ორგანიზებული აქცია დასრულდა.

აქციის მონაწილეებმა ტერიტორიის დატოვება მას შემდეგ დაიწყეს, რაც მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს სხდომათა დარბაზი დატოვა.

მიმდებარე ტერიტორიაზე აღდგენილია სატრანსპორტო მოძრაობა, რომელიც აქტივისტებმა აქციის მიმდინარეობისას გადაკეტეს.

სასამართლოს ორივე შესასვლელთან პატრულირების მიზნით კვლავ რჩებიან საპატრულო პოლიციისა და სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები.

შეგახსენებთ საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას რის გამოც, აქციის მიმდინარეობისას 15 პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საპროტესტო აქცია მშვიდობიანი შეკრების კანონით დასაშვებ ნორმებს გასცდა და აქციის იმ მონაწილეების მიმართ, რომლებმაც სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს გამოყენებული იყო პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა