მიხეილ სარჯველაძე - მოქალაქეებისა და სასამართლოსთვის მიმინდვია შეფასება, 7 ნოემბრის აქციის და "იმედის" დარბევა მხოლოდ შს მინისტრის გადაწყვეტილება იყო და მიხეილ სააკაშვილმა ინფორმაცია როგორც მაყურებელმა მიიღო თუ არა

მოქალაქეებისა და სასამართლოსთვის მიმინდვია შეფასება, 7 ნოემბრის აქციის და "იმედის" დარბევა მართლაც მხოლოდ შს მინისტრის გადაწყვეტილება იყო და ამის თაობაზე მიხეილ სააკაშვილმა ინფორმაცია მხოლოდ როგორც მაყურებელმა მიიღო თუ არა - არ მგონია, ამის მტკიცებას დიდი პერსპექტივა ჰქონდეს, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.

სარჯველაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოთქმული მოსაზრებები მოდელირებულ სინამდვილეს სახავდა.

"იყო შეფასება სასამართლოსთან დაკავშირებით - როგორც ხელისუფლების მხრიდან დაშვებული შეცდომა, თითქოს ისე მოინათლა, კიდევ უფრო უკეთესი რატომ არ გაკეთდაო. სინამდვილეში, აბსოლუტურად ხელოვნურად შექმნილი იყო მართლმსაჯულების მახინჯი სისტემა, როდესაც აღმასრულებელ ხელისუფლებას მართლმსაჯულება ფუნქციურად გაუქმებული ჰქონდა. ასეთი იყო დამოკიდებულება და ასეთი სისტემა ხელოვნურად და გამიზნულად შეიქმნა. ამის შერბილებულ ტონებში მოხსენიება, რასაკვირველია, არ ნიშნავს, რომ ამას ვინმე დაეთანხმება და გაიზიარებს", - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს