ნინო ლაცაბიძე - ნებისმიერი თანამშრომლისგან გულგრილობა დაუშვებელია, რა თქმა უნდა, იქნება ძალიან მკაცრი მიდგომები

არავის ვაპატიებთ იმას, რომ თანხა, რომელიც გვაქვს გამოყოფილი ქალაქის ბიუჯეტიდან, დაიხარჯოს ისე, რომ არ ჰქონდეს ეფექტი, არ იყოს მორგებული მოსახლეობაზე და არ პასუხობდეს იმ გამოწვევებს, რომლებიც გვაქვს, - ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ სამსახურების უფროსებთან გამართული სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც რუსთავის მერმა აღნიშნა, ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას ეცნობოდა, რა დროსაც გარკვეული დარღვევები დააფიქსირა. ნინო ლაცაბიძის განცხადებით, ყველა დარღვევაზე განმეორების შემთხვევაში მკაცრი რეაგირება იქნება.

„გაიზარდა ბიუჯეტი, გაიზარდა პროექტების რაოდენობა და აუცილებელია, რომ თანამშრომლებმა შეძლონ ხარისხიანი ზედამხედველობის გაწევა, რომ თითოეული პროექტი ხარისხიანად და ვადებში შესრულდეს, უფრო მორგებული იყოს მოსახლეობის საჭიროებებზე. ჩვენ ვითვალისწინებთ თითოეული მოსახლის თხოვნას და შესაბამისად, პროექტებიც იმის მიხედვით იგეგმება, ისე არ უნდა გავაკეთოთ, რომ განხორციელდეს და მოსახლეობამ რეალურად ამით ვერ ისარგებლოს. მე ვაპირებ პირადად ვიარო ყველა იმ მისამართზე, სადაც ჩვენ რეაბილიტაციას ვახორციელებთ. დაუშვებელია ნებისმიერი თანამშრომლისგან გულგრილობა თუ დავინახავთ, რა თქმა უნდა განმეორების შემთხვევაში იქნება ძალიან მკაცრი მიდგომები“,- განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა