32 ორგანიზაცია საქართველოს მთავრობას სასამართლო რეფორმის თაობაზე ევროპული მხარის წინადადების მიღებისკენ მოუწოდებს

საქართველოში მოქმედი 32 ორგანიზაცია საქართველოს მთავრობას სასამართლო რეფორმის თაობაზე ევროპული მხარის წინადადების მიღებისკენ მოუწოდებს.

როგორც „საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ორგანიზაციები საქართველოს მთავრობას ასევე, ასოცირების დღის წესრიგის დაუყოვნებლივი მიღებისკენ მოწოდებენ.

მათივე ინფორმაციით, სასამართლო რეფორმის თაობაზე ევროპული მხარის წინადადება სრულად ასახავას საქართველოს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის პოზიციას.

ასოცირების დღის წესრიგი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი ასოცირების შესახებ შეთანხმების ეტაპობრივად განხორციელების დაგეგმვისა და მონიტორინგის ინსტრუმენტია. ასოცირების დღის წესრიგს საქართველოს მთავრობა და ევროკომისია რამდენიმე წელიწადში ერთხელ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ანახლებს. 2014 წელს ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან დღემდე იგი ორჯერ დამტკიცდა, კერძოდ 2014-2017 და 2018-2020 წლებში.

ამჟამად პარტნიორებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები 2021- 2027 წლებისთვის ახალი დღის წესრიგის დასამტკიცებლად, რომლის გარშემოც შეთანხმება უკვე ერთი წლით დაგვიანდა. ცნობილი გახდა, რომ შეფერხების მიზეზს საქართველოს მხრიდან ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული სასამართლო რეფორმის შესახებ ჩანაწერის მიუღებლობა წარმოადგენს.

ჩანაწერი გულისხმობს საქართველოს იუსტიციის საბჭოს რეფორმირებას, საბჭოს რეფორმამდე უზანაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებას და მათი დანიშვნისთვის ინკლუზიური წესის შემოღებას, რომელიც პარლამენტში მოქმედ პოლიტიკურ ძალებს შორის კომპრომისს დაეფუძნებოდა. დღის წესრიგის არარსებობა ევროკავშირთან ასოცირების პროცესს აფერხებს, რაც უდავოდ ზიანის მომტანია ჩვენი ქვეყნისთვის. შეუძლებელი ხდება ასოცირების შესახებ შეთანხმების შემდგომი განხორციელებისთვის პრიორიტეტების განსაზღვრა და დებულებების გეგმაზომიერი იმპლემენტაცია.

აღნიშნულ საკითხში მთავრობისა და მთლიანად ხელისუფლების „სიხისტე“ აღიქმება, როგორც საქართველოს ევროპული რეფორმების უმნიშვნელოვანესი ნაწილის - სასამართლო რეფორმის სრულად განხორციელებისათვის მზადყოფნის ნაკლებობა. ზოგადად სასამართლო რეფორმისა, და, კერძოდ, მოსამართლეების დანიშვნის არსებული წესის გამო ჩვენი დასავლელი პარტნიორები ხშირად გამოთქვამენ უარყოფით შეფასებებს და პერიოდულად დემარშებსაც კი მიმართავენ. მიუღებლად მიგვაჩნია, რომ ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის დამტკიცების შემდგომი გადავადება, "საქართველოს ეროვნული პლატფორმა" მოვითხოვთ, საქართველოს მთავრობამ მიიღოს სასამართლო რეფორმის თაობაზე ევროპული მხარის წინადადება, რომელიც, ასევე, სრულად ასახავას ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის პოზიციას და გზა გაუხსნას ასოცირების დღის წესრიგის დაუყოვნებლივ მიღების პროცესს.

ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:

1.„ფონდი ლიბერალური აკადემია თბილისი“

2.„სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი“

3.“ საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრები“

4.ა(ა)იპ „საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკური განვითარების ცენტრი“

5.“ სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ტოლერანტი“

6.„ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი“

7.იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი "სპექტრი"

8.„ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო“

9.„საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია“

10.სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი"

11.„მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“

12.“ სამოქალაქო განათლების მულტიეთნიკური რესურსცენტრი“

13.ასოციაცია „ჯანმრთელი ბავშვები“

14.“საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“

15.ქალთა ასოციაცია "თანხმობა"

16.“ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსათვის”

17.„აფხაზეთი-ჩემი სახლი“

18.„ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია“

  1. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“

20.„პრესის ასოციაცია“

21.ფონდი „კავკასიის ეკოლოგია“

22.ასოციაცია „ქალი და ბიზნესი“

23.ასოციაცია სკოლა-ოჯახი-საზოგადოება

  1. ახალგაზრდული ალტერნატივა

25.ასოციაცია „დეა“

26.ასოციაცია „ჰერა XXI“

27.ასოციაცია „ათინათი“

28.„ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრი“

29.„ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია“

30.„ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი“

31.ასოციაცია “მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია”

32.„გადავარჩინოთ მომავალი თაობა“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა