მამუკა მდინარაძე - შეცდომა ვერასდროს დაერქმევა იმ ხალხის წამებას, იმ ხალხის ღირსების გაუქმებას, რომელიც ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა - ეს არის ცუდი ქმედებები და დანაშაულები

შეცდომა ვერასდროს დაერქმევა იმ ხალხის წამებას, იმ ხალხის ღირსების გაუქმებას, რომელიც ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა , - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელიც მან დღეს სასამართლო სხდომაზე გააკეთა.

მისი თქმით, დღეს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს ნება დართო, რომ მისი პროცესი საზოგადოებრივ მაუწყებელს პირდაპირ ეთერში გაეშუქებინა, რაც მდინარაძის შეფასებით, სააკაშვილის პრეზიდენტობის პირობებში წარმოუდგენელი იყო.

„ნარატივი უკვე 9 წელია არის ისეთი, თითქოს რუსეთი ებრძვის მიხეილ სააკაშვილს, რადგან ასე აწყობთ, კომპლექსის მოხსნის მცდელობაა. ამ ადამიანმა ბევრი საქმე გაუკეთა პუტინსაც და რუსეთსაც, მაგრამ ამის გადაფარვა ხდება გაღმაშედავების „პიარის“ პრინციპით, როდესაც „ქართულ ოცნებას“ უწოდებენ რუსულ ძალას. ყველა დაფიქრდეს, ვინ რას ამბობს კი არა, ვინ რას აკეთებდა და აკეთებს, ვისი მოქმედებებით მიიღო სარგებელი რუსეთმა და პრეზიდენტმა პუტინმა, - ეს ხომ არ იყო შემთხვევით მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა?“ - რუსული ნარატივი არის ყველაზე სპეკულაციური და ბინძური ნარატივი, რაც კი მოუფიქრებია ამ ქვეყანაში ვინმეს. როდესაც ამავე წლებში ცდილობდნენ თავიანთი ცუდი ქმედებების, ანუ სასტიკი დანაშაულების გადაფარვას, მას არქმევენ ასეთი პიარული ხრიკია, შეცდომებს. შეცდომა ვერ დაერქმევა ვერასდროს იმ ხალხის წამებას, იმ ხალხის ღირსების საერთოდ გაუქმებას, რომელიც ამ ქვეყნის სამწუხაროდ ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა. ბიზნესების წართმევას და უცებ გახსენებას, თითქოს ღამის 3 საათზე მოუნდა ვიღაცას, რომ ბიზნესი აჩუქოს სახელმწიფოს, ამას ვერ დაერქმევა შეცდომები, ეს არის უდიდესი და ცუდი ქმედებები და დანაშაულები, ამ დანაშაულის გამო ყველამ უნდა აგოს პასუხი, ვის მიმართაც შესაბამისი სტანდარტით იქნება შეგროვებული მასალები. ასეთი საქმეები მიმდინარეობს, ორ საქმეზე მსჯავრდებულია სააკაშვილი და სხვა სავარაუდო დანაშაულებზე მიდის სასამართლო წარმოება და შესაბამის განაჩენს გამოიტანს, ოღონდ, ისეთი სასამართლოს არა, მას რომ ჰქონდა და სხვა ჟურნალისტებს ფეხი არ ჰქონდათ დადგმული, არამედ ისეთ სასამართლოში, რომელიც რეალურად დამოუკიდებელია დ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი ჩართო პირდაპირ ეთერში - ამას ვერ წარმოიდგენდით ვერასდროს ის, რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, რადგან მან შეცვალა კანონი, რომ ფეხი არ დაგედგათ სასამართლო პროცესზე გასაშუქებლად, ისე შეიძლება მოხვედრილიყავით“, - განაცხადა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო