მამუკა მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - პროცესზე ფიზიკურად სააკაშვილის მიყვანა იმიტომ სჭირდებოდათ, რომ გაეკეთებინათ ის, რაც დღეს იკადრეს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობას“ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე ფიზიკური დასწრება იმისთვის უნდოდა, რომ „ გაეკეთებინათ ის რაც დღეს იკადრეს“.

როგორც მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესში დისტანციურად ჩართვაც შეუძლია და ამით მისი სამართლიანი სასამართლოს ქონის უფლება არ ირღვევა, რადგან დღეს კოვიდრეგულაციების და სხვა მიზეზების გამო ასეულობით მსჯავრდებული ერთვება დისტანციურად.

„დღეს გამოჩნდა რისთვის სჭირდებოდათ მათ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გადაყვანა. სჭირდებოდათ იმისათვის რა სცენარიც დღეს დადგეს და რაც ვერ დადგეს და გააკეთეს იმისთვის, მით უფრო. მათ ეს იმისთვის კი არ სჭირდებოდათ, თითქოს სააკაშვილს სამართლიანი სასამართლოს უფლება ერთმეოდა, მაშინ როდესაც კოვიდრეგულაციების გამო ან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შესაძლებელია ის ჩაერთოს და ასე ერთვება ასეულობით მსჯავრდებული და ბრალდებული სასამართლო პროცესებში, მაგრამ ფიზიკურად იმიტომ სჭირდებოდათ სააკაშვილის მიყვანა, რომ გაეკეთებინათ ის, რაც დღეს იკადრეს, და უფრო მეტიც, რაც იკადრეს, მაგრამ ვერ განახორციელეს“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად სასამართლოს მიმდებარედ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი. აქციაზე რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება. პოლიციამ 15 პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, საპროტესტო აქცია გასცდა მშვიდობიანი შეკრების კანონით დასაშვებ ნორმებს. აქციის იმ მონაწილეების მიმართ, კი რომლებიც არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს და ძალადობრივი მეთოდებით წინააღმდეგობა გაუწის სამართალდამცველებს, პოლიციამ, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, გამოიყენა პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა