ბაჩო დოლიძე - ხვალ-ზეგ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გააკეთებს ღია ინიციატივას, რომელიც ჩვენი პოლიტიკური პარტნიორების მიმართ იქნება მიმართული - ბრძოლა იქნება ყველა მიმართულებით

ხვალ-ზეგ პარტიის თავმჯდომარე გააკეთებს ღია ინიციატივას, რომელიც მიმართული იქნება ჩვენი პოლიტიკური პარტნიორების მიმართ - ბრძოლა იქნება ყველა მიმართულებით, კანონიერი, კონსტიტუციის ფარგლებში ჩამჯდარი ყველა მეთოდით, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბაჩო დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ მათ მიერ გაჟღერებული ინიციატივა მისაღები იქნება სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს გასაგები იყოს საერთაშორისო პარტნიორებისთვის.

„ხვალ-ზეგ პარტიის თავმჯდომარე, ამ შემთხვევაში ნიკა, გააკეთებს ღია ინიციატივას, ამის შესახებ საჯაროდ გახდება ცნობილი, რომელიც დაიდება. ეს ინიციატივა მიმართული იქნება ჩვენი პოლიტიკური პარტნიორების მიმართ, - ეს იქნება ჩვენი ხედვა, როგორ წარმოგვიდგენია ზოგადად ხვალინდელი და ზეგინდელი დღე. კომპლექსური იქნება, ბრძოლა იქნება აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, კანონიერი, კონსტიტუციის ფარგლებში ჩამჯდარი ყველა მეთოდით, რომელიც ადეკვატურია იმ რეალობასთან, რაც დღეს არის ქვეყანაში. ეს ჩვენი ხედვა, დარწმუნებული ვარ, მისაღები იქნება როგორც პოლიტიკური პარტიებისთვის, ასევე აბსოლუტურად გასაგები უნდა იყოს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის. ჩვენ ფეხებზე ვერ დავიკიდებთ ვერც საერთაშორისო პარტნიორებს, ვერც აშშ-ს, ვერც ევროპას და ვერც ბრიუსელს, როგორც ამას აკეთებს „ქართული ოცნება,“ არაერთი თავისი ქმედებით, თუ განცხადებით“, - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა