პაატა იმნაძე - „ომიკრონი“ რა თქმა უნდა შემოაღწევს, საქართველო მთვარეზე არ არის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ ადრე თუ გვიან საქართველოშიც დაფიქსირდება.

როგორც იმნაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, საქართველოში „ომიკრონი“, სავარაუდოდ, ერთ თვეში შემოაღწევს.

„დაახლოებით ვიცით როდის მოაღწია კორონავირუსმა ჩინეთიდან, შტამმა ბრიტანეთიდან. დედამიწაზე სამწუხაროდ, ამის გაჩერება შეუძლებელია, ამიტომ ეს ყველა დროებითი ზომები ყველამ მიიღო, რათა მაქსიმალურად გადავწიოთ პერიოდი ქვეყანაში როდესაც ვირუსი შემოაღწევს. ჯერჯერობით ვიცით, რომ აცრა ამაზეც მუშაობს - რაც აფრიკიდან გვაქვს ინფორმაცია. რა თქმა უნდა, შემოაღწევს ჩვენთან, საქართველო მთვარეზე არ არის, დედამიწაზეა. ჩვენ გამალებული ურთიერთობა და დღეში რამდენიმე რეისი აფრიკასთან არ გვაქვს, როგორც იმ ევროპის ქვეყნებს, სადაც ჩავიდა სამხრეთ აფრიკიდან. ვნახოთ, დაახლოებით ერთი თვე უნდა გვქონდეს მარაგში, რომ წინასწარ ვიცოდეთ ზუსტად რასთან გვექნება საქმე.

სწრაფი გავრცელება ვირუსის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მახასიათებელია, რომ შეშფოთების საგნად იქცეს. სწრაფი გავრცელება ნიშნავს, რომ უამრავი ადამიანი ერთდროულად ხდება ავად, რაც ნებისმიერ ქვეყანაში იწვევს სამედიცინო დახმარების სისტემების გადარტვირთვას“, - განაცხადა იმნაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა