ნიკოლოზ ყიფშიძე - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა რთული და გრძელი დღე, ძალიან ბედნიერად გრძნობს თავს

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა რთული და გრძელი დღე, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ხალხთან მას კიდევ ერთი მოკითხვა გადასცა.

ამასთან, როგორც პირადმა ექიმმა აღნიშნა, ყოფილი პრეზიდენტის სურვილია, რომ სასამართლო სხდომას დაესწროს, რომელიც 2 დეკემბერს უნდა გაიმართოს.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა რთული და გრძელი დღე. ძალიან ბედნიერად გრძნობს თავს - გადმომეცა მოკითხვა ქართველი ხალხისთვის. ასევე მზად არის შემდეგ სასამართლოზე გამოსვლისთვის. ალბათ, ხვალ კიდევ დატვირთული დღე ექნება, რადგან დამატებით ტესტებია გასაკეთებელი და პროცედურები, რომელიც დღეს, ბუნებრივია, არ ყოფილა. ასევე მითხრა, რომ დიდი მოკითხვა გადამეცა იმ გუნდისთვის, რომელიც მკურნალობს ეს ბოლო ხანი პრეზიდენტს, ეს არის პირველ კონსილიმიუმს რომ ვეძახით, იმ ჯგუფს და ასევე დიდი მადლობა გორის გუნდს, რომელიც ამჟამად მკურნალობს პრეზიდენტს. ხვალ იქნება ადგილობრივი მკურნალი ექიმი და ასევე სხვა პერსონალი. ძალიან უნდა, რომ 2 დეკემბერს იყოს სასამართლოში კიდევ ერთხელ“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს