კახა კალაძე - ვინც ჯანსაღად ვაზროვნებთ და სურვილი გვაქვს ქვეყნის განვითარების, მგონი, ყველა ვთანხმდებით, რომ სააკაშვილი არის წარსული, ბოროტი წარსული, პირსისხლიანი და სამარცხვინო

სააკაშვილი უნდა იყოს მაგალითი იმისა, რომ ვერავინ ვერასდროს უნდა გაბედოს, ისე მოექცეს ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს, როგორც სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ექცეოდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კალაძის თქმით, სააკაშვილი ბნელი წარსულია და ის ქვეყნის ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდება.

„ვინც ჯანსაღად ვაზროვნებთ და სურვილი გვაქვს ამ ქვეყნის განვითარების, სურვილი გვაქვს ქვეყანაში ჯანსაღი პროცესების არსებობის, მგონი, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ სააკაშვილი არის წარსული, ბოროტი წარსული, პირსისხლიანი და სამარცხვინო, შეიძლება ამ სიტყვებით შევაფასოთ. ეს უნდა იყოს მაგალითი იმისა, რომ ვერავინ ვერასდროს ამ ქვეყანაში, რაც უნდა მაღალი თანამდებობის პირი იყოს ან პოლიტიკოსი, ვერ უნდა გაბედოს ისე მოექცეს ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს, როგორც სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ექცეოდა ჩვენს მოსახლეობას. არასდროს უნდა დაბრუნდნენ ასეთი ადამიანები პოლიტიკაში და ქვეყნის მმართველობაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა