ნინო ლომჯარია - აშშ-ში სააკაშვილის საქმის გარშემო მოვლენები განვიხილეთ და აღვნიშნე, რომ არა მათი მხრიდან ღია მხარდაჭერა, ჩვენ შეიძლება რთულ მდგომარეობაში აღმოვჩენილიყავით

აშშ-ში მიხეილ სააკაშვილის საქმის გარშემო განვითარებული მოვლენები განვიხილეთ და აღვნიშნე ის, რომ არა მათი მხრიდან ასეთი ღია მხარდაჭერა სახალხო დამცველის პოზიციონირების, ჩვენ შეიძლება დღეს ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოვჩენილიყავით, როგორც ქვეყანა და საზოგადოება, - ამის შესახებ აშშ-ში ვიზიტით მყოფმა საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მან ასევე საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა არ გამორიცხა.

„მთავარი თხოვნა და სათქმელი არის ის, რომ ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი მხარდაჭერა, განსაკუთრებით მედიის წარმომადგენლებს, ადამიანის უფლებადამცველებს, დემოკრატიის დამცველ ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, რათა ჩვენ შევძლოთ ერთობლივად ხელი შევუწყოთ საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებას. სამწუხაროდ, ჩემი მოსაზრებით, ბოლო წლებში ეს პროცესი არ მიდის იმ ტემპით და შეიძლება დემოკრატიის უკუსვლაზეც ვისაუბროთ“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ცნობისთვის, ომბუდსმენი ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, კონგრესისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა