ვახტანგ მახარობლიშვილი - ირაკლი ღარიბაშვილი შეხვედრებს გამართავს შარლ მიშელთან, ევროკომისიის და ევროპარლამენტის პრეზიდენტებთან, რაც ასოცირებული პარტნიორობის მნიშვნელოვანი აღიარებაა

დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, შეხვედრებს გამართავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროკომისიის პრეზიდენტთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

„ორ კვირაში არის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, შესაბამისად, აღნიშნული ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმისთვის, რომ ასოცირებულმა პარტნიორებმა თავისი პრიორიტეტები გააცნონ ევროკავშირის ხელმძღვანელობას, - ამის შესახებ საქართველოს ელჩმა ბელგიის სამეფოში, ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელმა ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.

ელჩის თქმით, საუბარი იქნება, ერთი მხრივ, როგორც სამიტის პოლიტიკური დეკლარაციის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე იმ პრიორიტეტებსა და მიმართულებებზე, რომლებიც სამი ქვეყნისთვის ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით მნიშვნელოვანია.

„თვითონ ის ფაქტი, რომ ასოცირებულ პარტნიორებს ხვდება ევროკავშირის სამივე პრეზიდენტი - ევროპული საბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის, მნიშვნელოვანი აღიარებაა ევროკავშირის ხელმძღვანელობის მხრიდან ასოცირებული პარტნიორობისა და მათი ამბიციებისა ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების და ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების კონტექსტში“, - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს