დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სააგენტო - მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა მხრიდან დანაშაულის განმეორების ალბათობა ინოვაციური მიდგომით განისაზღვრება

მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა მხრიდან დანაშაულის განმეორების ალბათობა ინოვაციური მიდგომით განისაზღვრება - ელექტრონული პლატფორმის საშუალებით, დანაშაულის განმეორების ალბათობა და ზიანის დონე ავტომატურად განისაზღვრება, სისტემა დანაშაულის განმეორებისა და მნიშვნელოვანი ზიანის დონის მაჩვენებლებს, სპეციალისტების მიერ შეყვანილი მონაცემების საფუძველზე, ავტომატურად ჩამოაყალიბებს, - ამის შესახებ ინფორმაციას დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სააგენტოს თანამშრომლებს რისკებისა და საჭიროებების შეფასების პროგრამა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბუბა ლომუაშვილმა გააცნო.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პროგრამა შემთხვევის მართვის პროცესში ადამიანურ რესურსებსაც განსაზღვრავს და შემთხვევის მმართველ პრობაციის ოფიცერს მიანიშნებს, რისკების მართვისა და საჭიროებების დაკმაყოფილების პროცესში რომელი სპეციალისტი ჩართოს.

„პროგრამაში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა პირველადი სკრინინგ კითხვარიც არის ინტეგრირებული. საჭირო რეაგირებას ის მსგავს შემთხვევებშიც ავტომატურად განსაზღვრავს.

რისკებისა და საჭიროებების მაჩვენებლების ჩამოყალიბების პროცესის ავტომატიზება დაზოგავს სპეციალისტთა დროს, გამორიცხავს გამოთვლების პროცესში დაშვებულ შეცდომებს და უფრო ობიექტურს გახდის მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობას. ამ დრომდე, მსგავსი პროგრამა არ არსებობდა. ის 2021 წელს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით შეიქმნა. ინსტრუმენტი დანაშაულის პრევენციის მიზნების მიღწევას და რეაბილიტაციის პროცესის გაუმჯობესებას ემსახურება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა