სტუდენტურ კამპანიას - #ავიცრათერთმანეთისთვის კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ

სტუდენტურ კამპანიას #ავიცრათერთმანეთისთვის კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდენენ.

26 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივით, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებმა კამპანიის #ავიცრათ ერთმანეთისთვის ფარგლებში, გამოწვევა მიიღეს და დედაენის პარკში, ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების მიზნით, ბრენდირებული ხალათებითა და პირბადეებით, მოსახლეობას საინფორმაციო ბროშურები დაურიგეს. აქციის ფარგლებში, სტუდენტებმა ფოტო და ვიდეომიმართვები, ასევე შთაბეჭდილების ბანერზე დატოვებული სამოტივაციო მესიჯები, ინტერნეტსივრცეში კამპანიის - #ავიცრათმანეთისთვის სლოგანით გაავრცელეს.

აქციის ბოლოს, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებმა გამოწვევა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს გაუგზავნეს.

ვაქცინაციის მხარდაჭერის მიზნით, სტუდენტური კამპანია - #ავიცრათერთმანეთისთვის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივით, 26 ნოემბერს, ვაკის პარკში, დაიწყო. ინიციატივის შესახებ ონლაინმიმართვა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, ზურაბ ვადაჭკორიამ გაავრცელა.

მისი განცხადებით, ვაქცინაცია პანდემიის დასრულებისა და გადარჩენის ერთადერთი გზაა.

„Covid-19-თან ბრძოლის პერიოდში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სოციალური და პროფესიული პასუხისმგებლობა, პანდემიის დაწყების დღიდან, განუზომლად დიდია. პანდემიის დასრულების გზა ვაქცინაციაზე გადის. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ დღესდღეობით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების 87%, ხოლო აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის 93% სრულად არის ვაქცინირებული. აღნიშნულმა განსაზღვრა ის, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ფუნქციონირებს ტრადიციულ, არადისტანციურ რეჟიმში.

მივმართავთ სრულიად საქართველოს საზოგადოებას, ჩვენ მოვინდომეთ და ეს შევძელით, შეძლებთ თქვენც.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები იწყებენ საყოველთაო კამპანიას - #ავიცრათერთმანეთისთვის. აქციის ფარგლებში, სხვადასხვა სახის საინფორმაციო აქტივობაა დაგეგმილი. ჩვენი სურვილია, კამპანია გაგრძელდეს და მასში საქართველოს უნივერსიტეტები და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების უმრავლესობა ჩაერთოს. დარწმუნებული ვარ, ჩვენს გზავნილს ისინიც გაიზიარებენ და ერთიანი ძალებით შევძლებთ, დავარწმუნოთ მოქალაქეები ვაქცინაციის აუცილებლობაში.

კამპანიის გზავნილია - „ავიცრათ ერთმანეთისთვის“, ეს არის უალტერნატივო გზა, საკუთარი თავისა და სხვების გადასარჩენად, პანდემიის დასასრულებლად “, - განაცხადა ზურაბ ვადაჭკორიამ.

აღნიშნული პროექტი კომპანია „ქოლგას“ მხარდაჭერით ხორციელდება.

„კამპანია - #ავიცრათერთმანეთისთვის ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების მიზნით წამოვიწყეთ. ვფიქრობთ, იმუნიზაციის პროცესში ახალგაზრდა თაობის, კერძოდ კი სხვადასხვა სასწავლებლის სტუდენტების ჩართულობა ძალიან მნიშნელოვანია“, - აცხადებენ ორგანიზაცია „ქოლგაში“.

აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ დაწყებულ კამპანიას პერმანენტულად სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების სტუდენტები შეუერთდებიან და, თბილისის გარდა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში - გორში, ქუთაისში, ახალციხეში, კახეთში, ზუგდიდსა და ბათუმში ანალოგიურ ღონისძიებებს ჩაატარებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა