იაგო ხვიჩია - მიხეილ სააკაშვილი ციხეში „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებით ზის - როგორც ჩამოიყვანეს, წინასაარჩევნოდ თვალწინ აგვიფრიალეს და ამით ხმები გადაინაწილეს, გამოსაშვებ გზასაც ერთად მოიფიქრებენ

მიხეილ სააკაშვილის განცხადებებით ვერ აღვიქვი, რომ მას რაიმე გაკვეთილები აქვს გამოტანილი - ისე გამოვიდა, რომ ბოდიში მოიხადა, რაკი სასამართლო საბოლოო ჯამში მას შეეხო ცუდად, მაგრამ ბოდიში იმის გამო, რომ რაღაც ხალხს შეეხო ცუდად, მე არ მომისმენია, - აღნიშნული განცხადება დღეს პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ გააკეთა.

მისივე შეფასებით, არ შეიძლება არსებული სასამართლოს მიერ გასამართლებული პრეზიდენტი ჩაითვალოს როგორც სამართლებრივად გასამართლებული, იმის მიუხედავად, თუ რა წერია საქმეებში. ხვიჩიას თქმით, ამ სასამართლოს პრეზიდენტების გასამართლების უნარი არ გააჩნია.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებით ზის და ცოტა ხანში გამოუშვებენ. გამოშვების ფორმასა და გზას ერთად მოიფიქრებენ, ისევე როგორც არჩევნებამდე ჩამოიყვანეს, წინასაარჩევნოდ თვალწინ აგვიფრიალეს და ამით ხმები გადაინაწილეს - გამოსაშვებ გზასაც მოიფიქრებენ“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იხილეთ ვიდეო:მიხეილ სააკაშვილი ციხეში "ქართულ ოცნებასთან" შეთანხმებით ზის და ცოტა ხანში გამოუშვებენ - იაგო ხვიჩია

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა